xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » დემონი, რომელიც პეტრე ათონელს მთავარანგელოზის სახით გამოეცხადა, მის ერში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ღვთისმშობლის სახელის ხსენებისთანავე გაუჩინარდა
დემონი, რომელიც პეტრე ათონელს მთავარანგელოზის სახით გამოეცხადა, მის ერში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ღვთისმშობლის სახელის ხსენებისთანავე გაუჩინარდა
14-11-2020, 22:52  / ამოსაბეჭდი ვერსია

დემონი, რომელიც პეტრე ათონელს მთავარანგელოზის სახით გამოეცხადა, მის ერში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ღვთისმშობლის სახელის ხსენებისთანავე გაუჩინარდა

 

 

   ერთხელ ბნელეთის ნაშიერმა, მზაკვარმა და მრავალი განსაცდელის შემამთხვეველმა დემონმა, ნათლის ანგელოზის სახე მიიღო, შიშველი ხმლით ხელში პეტრე ათონელის მღვიმის წინ დადგა და წმინდანს განუცხადა: „პეტრე, ქრისტეს გულწრფელო მსახურო! მოისმინე ჩემგან ღვთის ზოგიერთი საიდუმლოსა და სულის საცხონებელი მოძღვრების შესახებ". წმინდანი დემონს შეეკითხა: „ვინ ხარ, საიდან გაჩნდი და რა სასარგებლო მოძღვრებებით მოხვედი ჩემთან?" „მე ვარ დიდი მთავარანგელოზი ღვთისა, ყოვლისშემძლე უფლის მიერ შენთან წარმოგზავნილი, - უპასუხა ბოროტმა სულმა, - გამაგრდი და გაიხარე, რამეთუ შენთვის ბრწყინვალე გვირგვინი და ღვთაებრივი დიდებაა გამზადებული. ამიერიდან ეს ადგილი უნდა დატოვო და ერში დაბრუნდე, რადგან შენი ღვთივსათნო ცხოვრებითა და სულიერი სწავლებით სხვა ადამიანებმაც მიიღონ სარგებელი. სწორედ ამიტომ, რადგან განიზრახა აქაურობა დატოვო, დააშრო ღმერთმა ის წყარო, რომლითაც წყურვილს იკლავდი". ბოროტების შემქმნელისა და კაცობრიობის გადარჩენის დაუძინებელი მტრის საცდური მეტად დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ღვთის დაშვებით, წყარო მართლაც დაშრა. წმინდა პეტრემ დემონის მუხანათობას და ვერაგობას მორჩილად და თავმდაბლობით უპასუხა: „ნუთუ მე, მოკვდავი და ქეციანი ძაღლი, ვღირვარ იმად, რომ თავად მთავარანგელოზი მეახლა?" ცრუ ანგელოზმა უპასუხა: „წმინდა მამავ! ნუ გაიოცებ, რამეთუ შენ შენი უდიდესი ღვაწლით აღმატებული შეიქენი ძველი დროის წმინდა მამებსა და წინასწარმეტყველებზე: მოსეზე, ელიაზე, დანიელსა და იობზე. ზეცაში შენი უსაზღვრო მოთმინების გამო უდიდესად ხარ აღიარებული. მოსესა და ელიას აღმატებული გახდი მარხვით, დანიელზე აღმატებული - ცხოვრებით, ხოლო იობზე - მოთმინების სრულფასოვნებით. გამოდი აქედან და შენი თვალით იხილე დამშრალი წყარო, დარწმუნდი ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში და ამის შემდეგ მშვიდად დაბრუნდი ერში. უფალი გეუბნება: „იქ ყოველთვის შენთან ვიქნები და შენი დახმარებით უამრავს გადავარჩენ", აი, მე შენ განგიცხადე ჭეშმარიტი ნება ღვთისა!"

   წმინდა მამამ გამოცხადებულ თვითმარქვიას უპასუხა: „იცოდე, თუ თავად ჩემი ქალბატონი, ღვთისმშობელი მარიამი არ გამომეცხადება, რომელმაც ამ ადგილას წარმომგზავნა და დამამკვიდრა, და თუ გაჭირვებაში ჩემი მხსნელი წმინდა ნიკოლოზი არ მიბრძანებს, ამ ადგილს არ მივატოვებ". როგორც კი ღვთისმშობლის სახელი ესმა, დემონი გაუჩინარდა. მაშინ ნეტარმა პეტრემ თვალნათლივ იხილა ღვთის ჭეშმარიტი მსახურების წინააღმდეგ მტრის უსაზღვრო ბოროტება და მისი უსუსურობა ზეციური დედოფლის წინაშე. „იესო ქრისტე! უფალო და მბრძანებელო ჩემო! - სულის სიღრმიდან წარმოთქვა წმინდა მამამ, - აი, ჩემი მტერი, სატანა, დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ჩემი სახით ერთი ცოდვილი მონის შთანთქმას ლამობს, მაგრამ შენ, ღმერთო, ჩემი სიცოცხლის არცერთ წუთს არ მტოვებ შენი უსაზღვრო შეწევნისა და მოწყალების გარეშე".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine