xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » ეპისკოპოსმა ღვთის გულისათვის საეპისკოპოსო კათედრა დატოვა და ხუროდ დადგა მშენებლობაზე; შემდგომში მან ადგილობრივ გამგებელს, ეფრემს, ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა, რაც მალევე აღსრულდა
ეპისკოპოსმა ღვთის გულისათვის საეპისკოპოსო კათედრა დატოვა და ხუროდ დადგა მშენებლობაზე; შემდგომში მან ადგილობრივ გამგებელს, ეფრემს, ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა, რაც მალევე აღსრულდა
9-03-2020, 16:12  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ერთი მამა გვიამბობდა ეპისკოპოსზე, რომელმაც საეპისკოპოსო კათედრა დატოვა, თეოპოლისში ჩავიდა და ხუროებთან ერთად დაიწყო მუშაობა. იმ დროისათვის აღმოსავლეთის მხარის გამგებელი იყო ეფრემი, კაცი მოწყალე და გულისხმიერი. ის საერთო საცხოვრებელი სახლების შერემონტებითა და შეკეთებით იყო დაკავებული, რადგან მიწისძვრის შედეგად ბევრი მათგანი დაზიანებულიყო. ერთხელ მან სიზმრად მძინარე ეპისკოპოსი იხილა, ის იწვა და მასზე აღმართულიყო ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც ზეცას სწვდებოდა. ხილვა რამდენჯერმე განმეორდა და იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გამგებელი შეშფოთდა. ეფრემი დიდხანს ფიქრობდა, თუ რას ნიშნავდა ეს ჩვენება, მაგრამ ვერაფერს ხვდებოდა: ის ვერც კი იფიქრებდა, რომ მის მუშებს შორის ეპისკოპოსი იყო. ან კი როგორ უნდა შეეცნო ის ადამიანში, რომელსაც თმა აწეწილი ჰქონდა და ტანზე ჭუჭყიანი, დაძონძილი და შრომისა და ჯაფისგან გაცვეთილი უბრალო სამოსი ეცვა. ბოლოს ეფრემმა ხურო თავისთან დაიბარა და ჰკითხა, ვინ იყო, რა ერქვა, ან საიდან მოსულიყო. „მე ამ ქალაქის ერთი მდაბიოთაგანი ვარ, - უპასუხა ეპისკოპოსმა, - თავის სარჩენად მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა და ღვთის შეწევნით, საკუთარი შრომით ვშოულობ ლუკმა-პურს". „მერწმუნე! - წამოიძახა ზეშთაგონებულმა ეფრემმა, - ვიდრე შენს ვინაობას არ გაგიმხელ, აქედან არ გაგიშვებ". „მომეცი სიტყვა, რომ ჩემს სიცოცხლეში არავის უამბობ ჩემს შესახებ, - უთხრა მას ეპისკოპოსმა, როცა მიხვდა, რომ სიმართლეს ვეღარ დაფარავდა, - მხოლოდ ამის შემდეგ გაგიმხელ ყოველივეს, თუმცა რა მქვია, ან საიდან ვარ, ვერაფრით გეტყვი". „შენზე არავის ვუამბობ, ვიდრე ღმერთი გაცოცხლებს", - დაიფიცა ეფრემმა. მაშინ ეპისკოპოსმა უამბო: „მე ვარ ეპისკოპოსი, რომელმაც ღვთის გულისათვის საეპისკოპოსო კათედრა მივატოვე, აქ ჩამოვედი და ჩემი შრომით ლუკმაპურის ფულს ვშოულობ. შენ კი რაც გეხება, მოწყალების გასაცემად ძალისხმევას ნუ დაიშურებ, რამეთუ მალე ღმერთი თავის სამწყსოს მოგანდობს, რომელიც იესო ქრისტემ, ჭეშმარიტმა ღმერთმა, თავისი სისხლით გამოისყიდა და იკურთხები თეოპოლისის ეპისკოპოსად. კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ არ დაიშურო მოწყალების გაცემა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის იღვაწე, რადგან ასეთი მსხვერპლი და შესაწირავი სათნო ეყოფა ღმერთს". მალე აღსრულდა კიდეც ეპისკოპოსის წინასწარმეტყველება. ეფრემი ჰმადლობდა უფალს და ამბობდა: „რამდენი სარწმუნო და გულითადი მონა ჰყავს ღმერთს დაფარულად ამ ქვეყანაზე და ამის შესახებ თვით მის გარდა არავინ უწყის".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine