xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » იოანე ოქროპირის დიდსულოვნება დიდებულის - ევთროპის მიმართ
იოანე ოქროპირის დიდსულოვნება დიდებულის - ევთროპის მიმართ
17-08-2020, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

იოანე ოქროპირის დიდსულოვნება დიდებულის - ევთროპის მიმართ

 

   იოანე ოქროპირი ქრისტიანული დიდსულოვნების მაგალითს წარმოადგენს. მისი მოღვაწეობის პერიოდში, იმპერატორ არკადის მეფობის დროს, სასახლის კარზე ცხოვრობდა ძლიერი და სახელგანთქმული დიდებული ევთროპი. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა მეფე გამოეცა კანონი, რომელიც ეკლესიებს დამნაშავეთა თავშესაფრების არსებობის უფლებას გაუუქმებდა. თავშესაფრის არსებობის უფლება, რომელიც გაიცა წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, კონსტანტინეს, დროს, განადიდებდა ეკლესიას წარმართების თვალში და ამავდროულად, წყალობა იყო დამნაშავეთათვის, რომლებიც, აფარებდნენ რა თავს ეკლესიას და ხელშეუხებელი რჩებოდნენ, შეიცნობდნენ უფლის მადლსა და წყალობას, რომელსაც არ სურდა ცოდვილთა სიკვდილი, ისინი გულწრფელი ცრემლით ინანიებდნენ თავიანთ დანაშაულს და გამოსწორების გზაზე დამდგარნი სიცოცხლის ბოლომდე კეთილები და პატიოსნები ხდებოდნენ. ღვთის სახლის ერთგული მცველი, წმინდა იოანე ოქროპირი, მთელი ძალით წინაღუდგა ევთროპის უკანონო ჩარევას ეკლესიის საქმეებში. ამის გამო მას თავს დაატყდა ძლევამოსილი დიდებულის რისხვა და მისგან უამრავი წყენის დათმენა მოუხდა. და იცით რა მოხდა? მალე ევთროპი ისეთი მძიმე ბრალდებით გაასამართლეს, რომ სიკვდილი მიუსაჯეს. აღმოჩნდა, რომ მისი მფარველობა და ხსნა მხოლოდ ეკლესიას შეეძლო, რომლის უფლებების შეზღუდვასაც ასე გაშმაგებით ცდილობდა უკანონოდ. სიკვდილის შიშით შეპყრობილი, დარდისგან განადგურებული და დამცირებული ევთროპი ეკლესიის თავშესაფარს მიადგა. სწორედ იმ დროს, როცა იოანე ოქროპირმა ღვთისმსახურება აღასრულა და ღვთის სიტყვას ქადაგებდა, სასოწარკვეთილი დიდებული საჩქაროდ ტაძარში შევიდა და საკურთხეველში მიიმალა. წმინდა მამამ, ნაცვლად იმისა, რომ ხელი ეკრა თავისი ყოფილი მოწინააღმდეგისთვის და ეკლესიის უფლებების შეურაცხმყოფელი საკურთხევლიდან გაეძევებინა, მყისვე იწყო ქადაგება ადამიანთა ცხოვრების უკუღმართობის შესახებ და მსმენელთა გულებში დიდებულის მიმართ სიბრალული აღძრა. მის ბაგეებს არ წამოსცდენია არცერთი გასაკიცხი სიტყვა, არცერთი საყვედური ძველი წყენის გამო. ღირსმა მამამ ღვთის საკურთხევლის მფარველობის ქვეშ მიიღო ეკლესიის ყოფილი მტერი იმ იმედით, რომ მალე მის ჭეშმარიტ სინანულს იხილავდა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine