აბბა ისააკი აბბა პიმენთან იმ დროს მივიდა, რომ ის წყალს ფეხებზე ისხამდა. ამის ხილვით გაოცებული ისააკი ბერს მიუახლოვდა და ჰკითხა: „რატომ ექცეოდნენ ზოგიერთები ძალიან მკაცრად თავიანთ სხეულს და საერთოდ არ ინდობდნენ მას?" „ჩვენ ხორცის მოკვდინებას კი არ ვსწავლობდით, არამედ ვნებებისას", - მიუგო მას პიმენმა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"