xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ჭეშმარიტი სასწაულები » ეშმაკეული ქალის განკურნება პოჩაევოში
ეშმაკეული ქალის განკურნება პოჩაევოში
10-07-2020, 17:16  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   1870 წლის 19 იანვარს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პოჩაევოს ლავრიდან მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ეუწყა, რომ ეკატერინოსლავის გუბერნიის, როსტოვის მაზრის, ეკატერინინის ვოლოსტის (ძვ. რუსეთში) სოკელ ეკატერინოვკაში ცხოვრობდა 37 წლის ქალი-ჯარისკაცი, ირინა ვასილის ასული ვოლოშინოვა, რომელიც თექვსმეტი წლის მანძილზე ავი სულით იყო შეპყრობილი. მან უამრავი სიწმინდე და წმინდა ადგილი მოილოცა, თუმცა უშედეგოდ და ბოლოს, 1869 წლის 27 დეკემბერს, თავისი თხუთმეტი წლის შვილის, მიხეილის, თანხლებით პოჩაევოს ლავრაში ჩავიდა, სადაც 1870 წლის 14 იანვარს სრულებით განიკურნა. იქ ყოფნის დროს ირინა ვასილევნა ლავრის ტაძრებში ღვთისმსახურებებს ესწრებოდა, თუმცა ძალდატანებით. ქალი ხანდახან ისეთ წინააღმდეგობას გამოხატავდა, რომ რამდენიმე კაცს ეკლესიაში ძალის გამოყენებით მიჰყავდა. ტაძარში ყოფნისას არაბუნებრივ ხმებს გამოსცემდა, არავის უყურებდა, მხოლოდ ვაი-ვიშით წარმოსთქვამდა უაზრო, უშვერ და სალანძღავ სიტყვებს. ხალხს თავს ესხმოდა, განსაკუთრებით სასულიერო პირებისკენ იწევდა, მაგრამ აკავებდნენ და ამის უფლებას არ აძლევდნენ. ძლიერი კრუნჩხვებით ძირს ეცემოდა, ყვიროდა და ამით ირგვლივმყოფებში სიბრალულს აღძრავდა. შეპყრობილი ყურადღებას ყველაზე მეტად იმით იქცევდა, რომ მასში ჩასახლებული ავი სული მამაკაცის ხმით საუბრობდა. სავანის ძმები შეძრულნი იყვნენ კაცთმოძულე ეშმაკის ასეთი ცხადად გამოხატული ბოროტებით და ყველა საეკლესიო მსახურების დროს, ავადმყოფი ქალისათვის დიდი გულისხმიერებითა და შეუპოვრობით ლოცულობდნენ, განსაკუთრებით კი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს შესთხოვდნენ მის განკურნებას და ღირსი იობის წმინდა ნაწილების წინაშე ავი სულისგან მის გათავისუფლებას ევედრებოდნენ. აღსარების ჩაბარების შემდეგ ირინა მიხაილოვნა ქრისტეს წმინდა საიდუმლოს აზიარეს, შემდეგ კი მღვდელმონაზონმა იოანიკემ, მღვიმის ტაძრის მორიგე მღვდელმა, ლავრის წინამძღვრის კურთხევით, ჯერ ნაკურთხი წყალი ასხურა, შემდეგ კი ბასილი დიდის ლოცვები წაიკითხა და ზეთისცხების საიდუმლო აღასრულა. ყოველივე კვლავ გაიმეორა 11, 12 და 13 იანვარს, ლიტურგიის შემდეგ. ამ საღვთო ქმედებისას, განსაკუთრებით კი ზეთისცხების დროს, ეშმაკეული იმდენად გიჟდებოდა, რომ რამდენიმე მამაკაცი ვერ აკავებდა. ბოლოს, 14 იანვარს, როდესაც ნაკურთხი წყალი ასხურეს და ლოცვების წაკითხვისას მშვიდად და ძალისხმევის გარეშე აცხეს ზეთი ღვთისმშობლისა და ღირსი იობის კანდელებიდან, ავმა სულმა იყვირა: „სად გამოვიდე?" და ქალი ისეთი სისასტიკით დასცა ძირს კრუნჩხვებით, რომ საბრალო მკვდარივით ეგდო იატაკზე. წამებით დაოსებულს გულზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი დაადეს, სახე კი ჯვრით დაუფარეს. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც საშინელი კრუნჩხვა დასრულდა, მისმა სახემ ნორმალური გამომეტყველება მიიღო. ირინა ვასილევნა წყნარად წამოდგა, პირჯვარი გამოისახა, ლოცვა დაიწყო და უფალსა და მის უბიწო დედას შემწეობისა და მოწყალებისთვის მადლობა შესწირა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine