xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » ღირსი იობის მიერ იღუმენ დოსითეს სასწაულებრივი განკურნება
ღირსი იობის მიერ იღუმენ დოსითეს სასწაულებრივი განკურნება
3-06-2020, 15:42  / ამოსაბეჭდი ვერსია

ღირსი იობის მიერ იღუმენ დოსითეს სასწაულებრივი განკურნება

 

 

   ღირსი იობ პოჩაეველის წმინდა ნაწილების აღმოყვანებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იღუმენი დოსითე ისე ძლიერ დასნეულდა, რომ მისი განკურნების ძალა არც ერთ ექიმს არ შესწევდა. იმ ხანებში ამაღლების დღესასწაულზე პოჩაევოში ჩამოვიდა ქველმოქმედი ქალბატონი დომაშევსკაია, რომელსაც მონასტრისათვის უამრავი სიკეთე გაეკეთებინა. ის მოსასვენებლად მსახურებთან ერთად მისთვის გამოყოფილ სავანის ერთ-ერთ სენაკში დააბინავეს. შუაღამისას მან დომაშევსკაიას ეკლესიიდან გალობა შემოესმა, ამასთანავე, შენიშნა, რომ ტაძრის ფანჯრებში უჩვეულო სინათლე კაშკაშებდა. ქალმა იფიქრა, რომ მონაზვნები მსახურებას აღასრულებდნენ და ამბის გასარკვევად თავისი ერთ-ერთი მსახური, ანა, წარგზავნა. გოგონას ტაძრის კარი მართლაც ღია დახვდა, შიგნით შესულმა უჩვეულო ნათელი იხილა, რომლის შუაგულშიც იდგა ნეტარი იობი, რომელიც ორ ნათლითშემოსილ ყმაწვილთან ერთად ლოცულობდა. შიშით შეძრული ანა კუთხეში მიიყუჟა. წმინდანმა შენიშნა გოგონა და მშვიდი ხმით მიმართა: „ნუ შეშინდები, ქალწულო, წადი და ჩემთან უხმე მონასტრის იღუმენს". „ის სასიკვდილო სარეცელზე წევს", - მიუგო გოგონამ. მაშინ ღირსმა მამამ მას მირონით დასველებული აბრეშუმის ნაჭერი მიაწოდა და უბრძანა, რომ მისთვის მიეტანა. ანა მივიდა წინამძღვრის სენაკთან და გამოცხადებული წმინდანის სახელით სნეულ დოსითეს ტაძარში მოუხმო. თავდაპირველად იღუმენმა ეს თავის ოცნებად მიიჩნია და ყურადღება არ მიაქცია ხმას, მაგრამ ანა არ ეპუებოდა და შეუჩერებლად უხმობდა მას: „თუ შენს წმინდა ნებას მოჩვენება ვგონივარ, მსახური მაინც გამოგზავნე, რათა გადმოგცე ტილოს ნაჭერი, რომელიც განსაკურნებლად ნეტარმა მამამ გამოგიგზავნა". მაშინ წინამძღვარმა თავდაცვისთვის პირჯვარი გამოისახა და ქალწული შეუშვა, გამოართვა მირონით გაჟღენთილი ნაჭერი, მოისვა ის მთელ სხეულზე და მყისიერად განიკურნა. იღუმენი მაშინვე წამოდგა და ტაძარს მიაშურა, მაგრამ სასწაულებრივი ხილვა დასრულებულიყო და ეკლესიარქი ეკლესიის კარს დილის მსახურებისთვის აღებდა. „შვილო ჩემო, ეს რა სასწაული აღესრულება ამ წმინდა ტაძარში?" - წარმოთქვა გაოცებულმა დოსითემ. ეკლესიარქი მისმა დანახვამ დააფრთხო და შიშით წამოიძახა: „მამაო! შენი უძლურების გამო არ გეახლე და არ ვითხოვე ლოცვა-კურთხევა, ახლა კი ვხედავ, რომ სრულიად ჯანმრთელი დილის მსახურებაზე მიიჩქარი". „დიახ, მივიჩქარი, რათა აღვასრულო ნეტარი იობის ნება-სურვილი, - უპასუხა წინამძღვარმა, - შუაღამისას, როცა ყველას ეძინა, წმინდა მამამ ჩემი განკურნებისთვის ლოცვა აღუვლინა დედა ღვთისმშობელს, შემდეგ კი, როცა ანგელოზების ხელით გაღებულ კარში ქალწული შევიდა, მას ჩემთან მირონით გაჟღენთილი გრაგნილი გამოატანა. განმკურნა ნეტარმა, მიბრძანა ტაძარში მოვსულიყავი და როგორც ხედავ, ახლა აქ ვდგავარ სრულიად ჯანმრთელი". როგორც კი ეკლესიარქმა ტაძრის კარი გააღო, იღუმენი დოსითე ნეტარი იობის წმინდა ნაწილებს მიეახლა, დაემხო მათ წინ, წმინდანის მეოხებით აღსრულებული სასწაულისთვის ღმერთი ადიდა და ღვთისმსახურებას შეუდგა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine