xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ჭეშმარიტი სასწაულები » ღირსი სერგის მეოხებით დავრდომილი ჯარისკაცის განკურნება
ღირსი სერგის მეოხებით დავრდომილი ჯარისკაცის განკურნება
2-01-2020, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ერთმა კაცმა არქიმანდრიტ კრონიდეს უამბო: „ერთ დროს მე სამხედრო სავალდებულო სამსახურში პეტერბურგის გვარდიის პოლკში ვმსახურობდი. მანევრებზე „ცარსკოე სელოს" მახლობლად ვიმყოფებოდით. წვიმიანი ამინდი იყო, კარვებში წყალი შემოგვივიდა, ისე, რომ ლოგინებიც კი დაგვისველდა. როდესაც დასაძინებლად დავწექი, ვერაფერი ვიგრძენი და ღამე ნესტიან და ცივ ლოგინში გავატარე, დილით კი ხელ-ფეხი ვეღარ შევიგრძენი, მთლიანად ვიყავი გახევებული. სამკურნალოდ ლაზარეთში მომათავსეს, სადაც მთელი წელი დავყავი, თუმცა ამაოდ, რადგან არანაირმა წამლობამ შედეგი არ გამოიღო. მაშინ ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ის წუთები, როდესაც დედასთან ერთად ღირსი სერგის წმინდა ნაწილების მოსალოცად მივდიოდი, თვალწინ დამიდგა, თუ როგორ იდგა მუხლებზე დედა წმინდანის ლუსკუმასთან და სულისშემძვრელი და ცრემლიანი ლოცვით, ჩურჩულით ევედრებოდა მას: „ღირსო მამაო, შეგვეწიე და მოგვმადლე შენი წყალობა, იყავი ჩვენი მეოხი უფალთან ჩვენს ამჟამინდელ და მომავალ ცხოვრებაში. წმინდაო, შეისმინე ვედრება ჩემი, ერთი ცოდვილი დედაკაცისა და ჩემი ვაჟისა, ყრმა ვასილისა, იყავი მისი შემწე ყოველ ჟამს, განსაცდელსა თუ გაჭირვებაში, გაუწოდე შენი დახმარების ხელი მძიმე სნეულებაში და დაიფარე ორსავე სოფელში". როდესაც პალატაში ყველასგან მიტოვებული, მარტოსული, სნეული და უძლური ვიწექი, დედის ლოცვა გავიხსენე, წმინდა სერგის სახე წარმომიდგა თვალწინ და სასოწარკვეთილმა წამოვიყვირე: „ნეტარო მამაო! ღირსო სერგი! გემუდარები, დამეხმარე, მაგრამ არა ჩემი, არამედ ჩემი გარდაცვლილი დედის გულწრფელი ლოცვის გამო, რომელიც თავის სიცოცხლეში შეგევედრა, რომ ყოფილიყავი უფალთან მეოხი ჩემი ცოდვილი სულისა". ვლოცულობდი და ისე ვტიროდი, რომ ჩემმა ცრემლებმა ბალიშიც კი დამისველა. გულში გამუდმებით შევთხოვდი გარდაცვლილ დედასაც, რომ უფლის წინაშე თავისი უღირსი ვაჟისთვის ელოცა. უცაბედად ხელებსა და ფეხებში უცნაური სითბო ვიგრძენი, ნელ-ნელა მგრძნობელობაც დამიბრუნდა და თანდათან კიდურების ამოძრავებაც შევძელი. გავბედე და ფეხები იატაკზე ჩამოვუშვი, ავდექი და გაჭირვებით ცოტა გავიარე კიდეც. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ მოძრაობა შემეძლო, ნაბიჯებს ვდგამდი და ვფიქრობდი: „ხომ არ მოვკვდი?" მივუახლოვდი პალატის კარს და იქ მორიგე დარაჯმა შემაჩერა: „არ შეიძლება" - გამაფრთხილა მკაცრად. მაშინ შეძრულმა და განცვიფრებულმა ვკითხე: „მითხარი, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი?" დარაჯმა გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: „შენ ხომ არ გაგიჟდი? რა თქმა უნდა ცოცხალი ხარ". მოვბრუნდი ჩემს საწოლთან, დავემხე მუხლებზე და მწარედ ავტირდი, მადლობას ვწირავდი ყოვლისშემწე უფალს და ღირს სერგის, რომელმაც ღირსმყო ლოცვის შესმენით. მას შემდეგ ათმა წელმა განვლო და როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი".

 

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine