xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ჭეშმარიტი სასწაულები » მარკოზ ეგვიპტელმა პრესვიტერი არ განიკითხა და ამის გამო ის დიდი სასწაულის ხილვის ღირსი შეიქნა
მარკოზ ეგვიპტელმა პრესვიტერი არ განიკითხა და ამის გამო ის დიდი სასწაულის ხილვის ღირსი შეიქნა
29-12-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მარკოზ ეგვიპტელის შესახებ გვიამბობდნენ: მან ოცდაათი წელი ისე იცხოვრა, რომ თავისი სენაკიდან ერთხელაც არ გამოსულა. მასთან ხშირად დადიოდა ერთი ხუცესი, რომელიც წმინდა საიდუმლოს აზიარებდა. დემონმა, ხედავდა რა მის ასეთ სიმტკიცესა და მოთმინებას, გადაწყვიტა, რომ ის განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. ბოროტმა ერთ ეშმაკეულს გულში ჩაუდო, თითქოსდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად, ბერთან მისულიყო. ავი სულით შეპყრობილმა წმინდა მამას სიტყვის თქმაც კი არ აცადა, ისე შესძახა: „შენი ხუცესი მძიმე ცოდვებს ატარებს და ნუ მისცემ უფლებას, რომ კიდევ მოვიდეს შენთან". ღვთივშთაგონებულმა ბერმა სტუმარს განუცხადა: „შვილო! უწმინდურებასა და სიბინძურეს ყველა გარეთ განაგდებს, შენ კი მე მომიტანე! წმინდა წერილი გვეუბნება: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ" (მათ. 7, 1), თუკი ხუცესი მართლაც ცოდვილია, უფალი გადაარჩენს, რამეთუ წერია: „ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ" (იაკ. 5, 16). შემდგომ ამისა, მამა მარკოზმა ლოცვა აღავლინა, ეშმაკეულისგან ავი სული განდევნა და განკურნებული მშვიდობით გაისტუმრა. როდესაც ხუცესი ბერს ჩვეულებისამებრ ეწვია, მან ის სიხარულით მიიღო და მოწყალე უფალმა, ხედავდა რა თავისი მსახურის უსაზღვრო უბოროტობას, ის სასწაულის ხილვის ღირსი გახადა. „როცა ხუცესი წმინდა ტრაპეზს მიეახლა, - ყვებოდა ბერი, - მე ვიხილე ზეციდან გარდამოსული ანგელოზი, რომელიც ხუცესს ხელით შეეხო და ის მაშინვე ცეცხლოვან სვეტს მიემსგავსა. მე გაოგნებული შევცქეროდი საკვირველ ჩვენებას. უეცრად ხმა ჩამესმა: „ადამიანო! რატომ გაოცებს ყოველივე? თუკი მიწიერი მეფეებიც კი არ აძლევენ უფლებას დიდებულებს, რომ მათ წინაშე უწმინდურნი წარსდგნენ და მათგან ბრწყინვალებას მოითხოვენ, განა ღვთიური ძალა არ განწმენდს წმინდა საიდუმლოებების მსახურებს, რომლებიც ზეციური დიდების წინაშე წარდგებიან?" ასე შეიქნა ქრისტეს დიდი მოღვაწე, მარკოზ ეგვიპტელი, დიდი სასწაულის ხილვის ღირსი ამის გამო, რომ პრესვიტერი არ განიკითხა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine