xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » ღვთისმოსავი ფინელის ქრისტიანული აღსასრული
ღვთისმოსავი ფინელის ქრისტიანული აღსასრული
16-11-2019, 22:15  / ამოსაბეჭდი ვერსია

ღვთისმოსავი ფინელის ქრისტიანული აღსასრული 

 

 

   არქიეპისკოპოს ნიკონ ვოლოგდელს ერთმა მღვდელმა თავისი სამღვდელო გამოცდილებიდან უამბო: „მიმავლინეს მღვდლად, სადაც უამრავი მართლმადიდებელი ფინელი ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც ფანჯრიდან ვიმზირებოდი, შევამჩნიე, თუ როგორ გაჩერდა სახლთან ახალგაზრდა ფინელი. შიგნით შემოსვლისას წმინდა ხატებთან ილოცა და მომესალმა. მე მისი მოსვლის მიზეზით დავინტერესდი და მანაც მიპასუხა: „მამაჩემს ვაჟი შეეძინა და გთხოვთ, რომ წამომყვეთ და სახლში მონათლოთ, რადგან ჩვენი სამრევლო ეკლესია ჩვენგან ძალიან მოშორებითაა. მამაჩემიც შეუძლოდაა და ისიც გთხოვთ, რომ აზიაროთ". მე ახალგაზრდა ფინელს ვუთხარი: „ახლა უკვე დამეწვიე იმაზე, რაც ღმერთმა გვიბოძა". სტუმარი ასეც მოიქცა. განვლო ორმა საათმა, როგორ არ ვცდილობდი დაძინებას, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა, თავიდან ვერ ვიშორებდი ფიქრს იმის შესახებ, რომ ავადმყოფი ადამიანი მელოდებოდა და აუცილებლად უნდა მეჩქარა. ბოლოს წამოვდექი, ფინელი გავაღვიძე და ვუთხარი, რომ გასამგზავრებლად მომზადებულიყო. ის მარწმუნებდა, რომ მამამისი მძიმე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, მე კი აკვიატებული ფიქრი ჯიუტად მიმტკიცებდა, რომ დაუყოვნებლივ წასვლა იყო საჭირო. ახალგაზრდა ზანტად წამოდგა, ცხენი შეაბა და მაშინვე გავეშურეთ. თორმეტიოდე კილომეტრი მშვიდობიანად გავიარეთ და ჰორიზონტზე გამოჩნდა შუქები იმ სოფლისა, რომლისკენაც მივიჩქაროდით. რამდენიმე წუთში ცხენმა ფინელის სახლთან მიგვიყვანა, სადაც ხუცესს მოუთმენლად ელოდნენ. როდესაც ეტლიდან გადმოვდიოდი, ღამის წყვდიადში ფანჯარაში ოჯახის უფროსის მაღალი გამოსახულება გავარჩიე და გავიფიქრე: „სულ ტყუილად ვიჩქარე ამ შუაღამეს იმისთვის, რომ სნეული ზიარების გარეშე არ გარდაცვლილიყო". სახლში შესვლისას შევამჩნიე, რომ ახალშობილი ძლიერ სუსტი იყო და მისი მონათვლა ვიჩქარე, შემდეგ კი მამას მივუბრუნდი და აღსარება ჩავიბარე, რომლითაც ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ოჯახის უფროსი ღვთისმოსავი კაცი იყო. მან გამანდო, რომ მთელი ცხოვრება უფალს ქრისტიანულ აღსასრულს ევედრებოდა და სიკვდილის წინ ქრისტეს წმინდა ნაწილებთან ზიარებას შესთხოვდა. ცრემლიანი, გულწრფელი აღსარებისა და ზიარების შემდეგ ავადმყოფმა ცოტა ხნით მოსვენება ითხოვა და იქვე, დივანზე წამოწვა. მე მის გვერდით ჩამოვჯექი და ჩემს წიგნში ახალშობილის სახელის ჩაწერა დავიწყე. უცებ ავადმყოფის კრუნჩხვითი კანკალი ვიგრძენი, მისკენ შემოვბრუნდი და მივხვდი, რომ უკვე აღსრულებულიყო.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine