ერთი ბერი ქალაქში თავისი ხელნაკეთი კალათების გასაყიდად ცავიდა. როდესაც ყველა საქმე მოამთავრა, შემთხვევით, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, ერთი მდიდრის კართან ჩამოჯდა, რომელიც თურმე სიკვდილს ებრძოდა. უეცრად ბერმა შავ ცხენებზე ამხედრებული, საზარელი შესახედაობის მხედრები იხილა, რომელთაც ხელთ ცეცხლოვანი ხმლები ეპყრათ. როდესაც ისინი სახლს მოუახლოვდნენ, ცხენები იქვე დატოვეს და აჩქარებით შევიდნენ შიგნით. მათი ხილვით შეშფოთებულმა მომაკვდავმა კაცმა შესძახა: „ღმერთო! გევედრები, დამეხმარე". ამაზე მხედრებმა უპასუხეს: „როცა მზემ იწყო შენთვის დაბნელება, ღმერთი მაშინღა გაგახსენდა? რატომ არ მოუხმე მას, ვიდრე შენთვის დღის ნათელი იდგა? ახლა ნურც ნუგეშს მოელი და იმედიც ნუღარაფრის გექნება".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"