აბბა პაფნუტი თავის შესახებ გვიამბობდა: „ერთელ, როდესაც ვმოგზაურობდი, ძლიერი ნისლის გამო გზა ამებნა და ერთი სოფლის მახლობლად აღმოვჩნდი. იქ ერთმანეთში ურცხვად და უწმაწურად მოსაუბრე რამდენიმე კაცს გადავაწყდი. შევჩერდი და ჩემი ცოდვებისათვის დავიწყე ლოცვა. და აი, მახვილით ხელში გამომეცხადა ღვთის ანგელოზი და განმიცხადა: „პაფნუტი! ყველა ძმა, რომელიც მოყვასს განიკითხავს, ამ მახვილით განიგმირება. შენ კი ისინი არ განიკითხე, პირიქით, უფლის წინაშე თავი დაიმდაბლე, როგორც ცოდვილმა. სწორედ ამიტომ შენი სახელი სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი."
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"