xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » ღვაწლმოსილმა აფრაატმა თავისი კეთილისმყოფელი იგავით დაარწმუნა არ მიეღო მისგან მეორე ქიტონი
ღვაწლმოსილმა აფრაატმა თავისი კეთილისმყოფელი იგავით დაარწმუნა არ მიეღო მისგან მეორე ქიტონი
19-10-2019, 20:48  / ამოსაბეჭდი ვერსია

ღვაწლმოსილმა აფრაატმა თავისი კეთილისმყოფელი იგავით დაარწმუნა არ მიეღო მისგან მეორე ქიტონი 


   გვიამბობენ, რომ ანთემიოსმა, რომელიც შემდგომში პრეფექტი და კონსული გახლდათ, სპარსეთიდან დაბრუნებისას, სადაც ელჩის მოვალეობას ასრულებდა, ბერ აფრაატს საჩუქრად ქიტონი მიუტანა. ანთემიოსმა საჩუქარი ბერს გადასცა და თან დასძინა: „მამაო, ვიცი, რომ სამშობლო ყველა ადამიანისთვის სანუკვარია და ასევე სანუკვარია იქაური ნაყოფიც. ეს ქიტონი შენი სამშობლოდან ჩამოგიტანე და გთხოვ, რომ მიიღო, სანაცვლოდ კი დამლოცე". ბერმა მიანიშნა, რომ საჩუქარი სკამზე დაედო, შემდეგ ცოტა ხანს გაესაუბრა სტუმარს და ბოლოს განუცხადა, რომ სული ჰქონდა აფორიაქებული, რადგან მისი ფიქრები ორ რამეს შორის მერყეობდა. როდესაც ანთემიოსი ამის მიზეზს ჩაეკითხა, მან მიუგო: „მე ერთ კაცთან ერთად ცხოვრება გადავწყვიტე და ცხოვრების წესად გავიხადე, რომ არასოდეს მეცხოვრა ორთან ერთად. ერთი ძმა, ჩემი ძველი მეგობარი, უკვე თექვსმეტი წელია ჩემთან ერთად ცხოვრობს. ახლა კი ერთი თანამემამულე გამომეცხადა და მთხოვა, რომ ჩემთან ცხოვრების ნება მიმეცა. მე არ მსურს ერთდროულად ორ კაცთან ერთად ცხოვრება და სწორედ ამის გამო მაქვს ფიქრები გაორებული. თანამემამულე მიყვარს, როგორც თანამემამულე, მაგრამ განშორება ძველ მეგობართან, რომელთან ერთადაც საამურად ვიცხოვრე, არ შემიძლია, რადგან ეს უსამართლობა იქნება და, ამავდროულად, მას შეურაცხყოფს". ანთემიოსი დაფიქრდა ბერის ნათქვამის გამო და შემდეგ მიუგო: „მართლაც, მამაო, იმ კაცის უსარგებლო ნივთივით მოცილება, რომელიც ამდენ ხანს ერთგულად გემსახურათ და მიღება იმისა, ვინც თქვენთვის უცნობია, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამემამულეა, დიდი უსამართლობა იქნება". აფრაატმა მიუგო: „ამიტომ, ჩემო კარგო, მე ვერ მივიღებ შენგან ამ ქიტონს, რადგან არ მსურს, რომ ორი მქონდეს, რადგან, ჩემი აზრით, მეტად საამურია და, შენი აზრით კი, უმჯობესია ის, რომელიც ამდენ ხანს მემსახურა". ასე დამოძღვრა ბერმა იგავის დახმარებით ანთემიოსი და თავისი გამჭრიახობით დაარწმუნა, რომ ქიტონის თაობაზე სიტყვაც აღარ დაეძრა. მე კი (კვირინელი ეპისკოპოსი თეოდორიტე) ამის შესახებ იმიტომ შეგახსენებთ, რომ ორ რამეს მიაქციოთ ყურადღება: ერთი, რომ ბერი ადამიანთაგან დახმარებას მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას თანხმდებოდა და მეორე - მან თავად ათქმევინა იმ კაცს, რომ ქიტონი არ უნდა აეღო მისგან.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine