ერთხელ ერთმა კაცმა ბერს თავისი საჭიროებისათვის გამოსაყენებლად ფული შესთავაზა. მან ამ ფულზე უარი განაცხადა, რადგან საკუთარი ხელნაკეთობებითაც იოლად გადიოდა. მოწყალე კაცი არ მოეშვა და შეევედრა, რომ ფული გლახაკთათვის დასარიგებლად მაინც გამოერთმია. მაშინ ბერმა განუცხადა: „ეს უკვე ორმაგად სამარცხვინო იქნება: მე ავიღებ არასაჭიროებისამებრ და სხვისი ფულების გაცემით თავს მოვიწონებ".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"