„ერთხელ, ჩემს ახალგაზრდობაში, სასაფლაოს ჩავუარე, - გვიამბობს მეუფე ლუკა, - იქ მე ერთ საფლავთან მდგარი კაცი ვიხილე. ის იყო შავი, როგორც გამომწვარი ნახშირი და თავისკენ მიხმობდა. როცა შიშისგან დადუმებული მივუახლოვდი, მითხრა: „მე დავტოვე ანდერძი, რომელშიც ვითხოვე, რომ გარკვეული თანხა ღატაკებისთვის დაერიგებინათ ჩემი სულის საცხონებლად და რატომ არ შეასრულეს ჩემი დანაბარები აქამდე? წადი და გადაეცი მათ, რომ დაუყოვნებლივ აღასრულონ ანდერძი, თორემ სამუდამოდ იმ მდგომარეობაში დავრჩები, როგორშიც ახლა მხედავ". შიშისგან ზარდაცემულს არავისთვის მითქვამს ამის შესახებ და ამის გამო დღემდე სინდისი მქენჯნის".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"