წმინდა თეოდოსის ტაძრის წინამძღვარი აბბა ლეონტი მოგვითხრობს: „ერთ კვირა დღეს ტაძარში მივედი, რათა ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ვზიარებოდი. მოხდა ისე, რომ შესვლისთანავე ვიხილე ანგელოზი, რომელიც საკურთევლის ტრაპეზის მარჯვნივ იდგა. ნანახით გაოგნებული ჩემს სენაკში დავბრუნდი და მოულოდნელად ხმა ჩამესმა: „მას შემდეგ, რაც ტაძრის საკურთხეველი იკურთხა, ნაბრძანები მაქვს, არასოდეს დავტოვო იგი".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"