xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ჭეშმარიტი სასწაულები » როგორ გადაარჩინა ანგელოზმა რკინიგზის სადგურის მეისრის შვილი
როგორ გადაარჩინა ანგელოზმა რკინიგზის სადგურის მეისრის შვილი
6-10-2019, 18:40  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორ გადაარჩინა ანგელოზმა რკინიგზის სადგურის მეისრის შვილი

 

   ეს ამბავი 1885 წელს მოხდა. ამის შესახებ მოსკოვის ოქტომბრის სახელობის სადგურის უფროსის თანაშემწე, ფ.ი. სოკოლოვი გვიამბობს. მათ სადგურში მუშაობდა ერთი მეისრე, რომელიც ღრმად მორწმუნე იყო. ის რკინიგზის მახლობლად ცხოვრობდა და მატარებლების შეუფერხებლად მოძრაობაზე იყო პასუხისმგებელი. მეისრეს მეტად საპასუხისმგებლო საქმე ევალებოდა: როცა ერთი მატარებელი სადგურში ჩამოდგებოდა, ამასობაში მას რელსებზე მეორე მატარებელი უნდა გაეტარებინა. ერთხელაც მატარებელი პეტროგრადიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა. მეისრე მატარებლის შესახვედრად გამოვიდა, რათა ისარი გადაეწია და ორთქმავალი გამოთავისუფლებულ რელსზე გაეტარებინა. უკვე მოისმოდა მატარებლის ხმა და მისი კვამლიც მოჩანდა. ამ დროს კაცმა წინ გაიხედა და რას ხედავს... ლიანდაგზე, რომელზეც მატარებელი უნდა გაეტარებინა, შემხვედრი მიმართულებით მისი სამი წლის ვაჟი მორბოდა, პატარას ხელში ბარტყი ეჭირა და ბედნიერი სახით მამიკოსთვის საჩვენებლად მოაფრთხილებდა. მეისრე ადგილზე გაქვავდა: თუ ის ისარს არ გადასწევდა და მატარებელს ცარიელ ლიანდაგზე არ გაატარებდა, მაშინ მოძრავი მატარებელი სადგურში გაჩერებულ მატარებელს შეეჯახებოდა, კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა და ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპებოდა, ხოლო თუ მეისრე ისარს გადასწევდა, მატარებელი მის პატარა ბიჭუნას აუცილებლად გაიტანდა. საბრალო კაცმა აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მან ზეცას მიაპყრო მზერა და მთელი გულით შეჰღაღადა ღმერთს: „დაე, იყოს შენი წმინდა ნება!" პირჯვარი გადაიწერა, თვალები დახუჭა და ისარი მოაბრუნა, რათა მატარებელს დაუბრკოლებლად გაევლო. წუთიც და მატარებელმა იმ ლიანდაგზე გაიქროლა, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ მისი ვაჟი მორბოდა. როცა მატარებელი თვალს მიეფარა და მტვერიც გაიფანტა, საბრალო მამა იქით გაიქცა, საითაც შვილი ეგულებოდა, რათა ბავშვის დაფლეთილი სხეული მაინც მოეძებნა, მაგრამ იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ცოტა ხნის წინ თავისი შვილი დაინახა, გაოგნებისგან შეჰყვირა. მისი პატარა ბიჭუნა გულაღმა იწვა მიწაზე, ხელები გადაეჯვარედინებინა და თვალებში შიშის ნატამალი არ უკრთოდა, ერთი ხელით კი ის ბარტყი ეჭირა, რომელიც მამისთვის საჩვენებლად მოჰყავდა. მამამ შვილი გულში ჩაიკრა და ჰკითხა, როგორ მოიფიქრა, რომ ლიანდაგებს შორის მიწაზე დაწოლილიყო, ბავშვმა კი უპასუხა: ვიღაც ლამაზი და თეთრებით შემოსილი ბიძია დამაფრინდა და მიწას მიმაკრა, ზემოდან მეფარებოდა და მატარებელმა რომ გაიარა, ისევ მაღლა აფრინდაო. მაშინ მონა ღვთისა მიხვდა, რომ სწორედ იმ დროს, როცა მან გამოუვალ მდგომარეობაში ღმერთს მიმართა და სრულიად მიენდო მას, უფალმა ანგელოზი მოავლინა და მისი ვაჟი სასწაულებრივად გადაარჩინა. ეს ამბავი კი სადგურის უფროსის თანაშემწემ ღვთის სადიდებლად ჩაწერა, რათა მეისრის რწმენის მაგალითით სხვებმაც ისწავლონ ღმერთზე მინდობა და მისი წმინდა ნების მორჩილება.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) 

 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine