xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » ავაზაკი პატერმუთი ხილვით ახალი ცხოვრებისაკენ იქნა მოწოდებული; ის მოინათლა, უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა
ავაზაკი პატერმუთი ხილვით ახალი ცხოვრებისაკენ იქნა მოწოდებული; ის მოინათლა, უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა
29-09-2019, 20:56  / ამოსაბეჭდი ვერსია

ავაზაკი პატერმუთი ხილვით ახალი ცხოვრებისაკენ იქნა მოწოდებული; ის მოინათლა, უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა 

 

 

 

   აბბა პატერმუთი ახალგაზრდობაში წარმართი იყო. ის ავაზაკობდა და სამარხებს ძარცვავდა, ერთი სიტყვით, მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობდა. თუმცაღა მოხდა ისეთი რამ, რამაც მას ბოროტებაზე ხელი ააღებინა და ცხონების გზაზე დააყენა: ერთხელ, ღამით, ის გაძარცვის მიზნით იმ ქალის სახლში შეიპარა, რომელსაც მთელი ცხოვრება უფლისათვის ჰქონდა მიძღვნილი. რაღაც მზაკვრული ხერხით, რომელიც მისნაირებისთვის კარგად იყო ცნობილი, ავაზაკი სახლის სახურავზე აძვრა და ფიქრს მიეცა, თუ როგორ მოეხერხებინა შიგნით მოხვედრა, თუმცა ეს მეტად რთული აღმოჩნდა. ღამე თითქმის მიიწურა, ის კი ისევ სახურავზე იმყოფებოდა. მოხდა ისე, რომ ამაო მცდელობებით დაქანცულ ბოროტმოქმედს ჩაეძინა. ძილში მას სამეუფეო შესამოსელით შემოსილი კაცი წარუდგა და განუცხადა: „დროა, რომ ბოროტმოქმედებას ჩამოშორდე! შეწყვიტო სისხლისღვრა! სამარცხვინო ძარცვის ნაცვლად დადექი ღვთისმოსაობის სადარაჯოზე, ანგელოზებრივი, ზეციური მსახურება იტვირთე და დღეიდან სულის საცხოვნებლად იღვაწე. ამ სამსახურში მე შენ წინამძღოლად და მეთაურად გაქცევ!" ეს მოწოდება მან სიხარულითა და აღფრთოვანებით მოისმინა. და აი, უეცრად მის თვალწინ მონაზონთა მხედრობა გაჩნდა და მას მათი მეთაურობა ებრძანა. როდესაც პატერმუთს გამოეღვიძა, მის გვერდით მდგომი სახლის დიასახლისი იხილა. „ვინა ხარ და საიდან მოხვედი?" - ჰკითხა მას ქალმა. თავდაპირველად ის ვერაფერს მიხვდა, თითქოსდა აზრი და გონება წართმეოდა, შემდეგ კი ისე, რომ დედაკაცისათვის არაფერი აუხსნია, სთხოვა მისთვის ქრისტიანული ტაძარი მიესწავლებინა. ქალი მიხვდა, რომ უფალი მისი მეშვეობით თავის ნებას აღასრულებდა, ამიტომაც მძარცველი ტაძარში წაიყვანა და პრესვიტერებს წარუდგინა. ყოფილი ავაზაკი ღვთისმსახურებს ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა, რომ მოენათლათ და მისთვის თავისი ცოდვების გულწრფელად მონანიების საშუალება მიეცათ. სასულიერო პირები მას კარგად იცნობდნენ, როგორც საშინელ ბოროტმოქმედს და მისი სიტყვების სიწრფელეში ეჭვი შეეპარათ, მაგრამ ისინი მისმა შეუპოვარმა ვედრებამ შეძრა და ავაზაკს განუცხადეს, რომ თუკი უფლისაკენ მოქცევა გულწრფელად სურდა, მაშინ ყოველივე უწინდელი სრულებით უნდა აღეკვეთა. ამის შემდეგ კი ის რწმენის უმნიშვნელოვანეს საკითხებში განსწავლეს. „მიმითითეთ - ითხოვდა პატერმუთი, - დამარიგეთ და დამმოძღვრეთ, თუ როგორ დავდგე ცხონების გზაზე". ხუცესებმა მას პირველი ფსალმუნის პირველ სამ სტრიქონზე მიუთითეს. პატერმუთმა გულდასმით გააანალიზა წაკითხული და განაცხადა: „ეს საკმარისია იმისათვის, რომ კაცი ჭეშმარიტი ცხოვრების გზას დაადგეს და ღვთისმოსაობის სული მოიპოვოს". სამი დღის შემდეგ ახლადმოქცეული ავაზაკი უდაბნოში წავიდა, სადაც საკმაოდ დიდხანს მოსაგრეობდა, დღესა და ღამეს განუწყვეტელ ლოცვასა და ცრემლში ატარებდა და მის საზრდოს უდაბნოს მცენარეთა ფესვები წარმოადგენდა. ერთხელ ის ტაძარში მივიდა და ხუცესები დარწმუნდნენ, რომ მან არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმითა და ღვაწლით გაამართლა ფსალმუნის მითითებული სტრიქონები. მათ საოცრებად ეჩვენებოდათ ის, რომ ყოფილმა ავაზაკმა მოქცევისთანავე თავშეკავების ასეთი მკაცრი ღვაწლი იტვირთა. მაშინ ღვთისმსახურებმა მას ღვთის სიტყვა დაწვრილებით გააცნეს და შეეცადნენ, რომ მონაზონი მათთან დარჩენაზე დაეყოლიებინათ. პატერმუთი, დაუმორჩილებლობა რომ არ გამოევლინა, მათთან ერთი კვირა დარჩა, შემდეგ კი კვლავ უდაბნოს შეაფარა თავი და იქ მკაცრი მოღვაწეობითა და სრული თავშეკავებით კიდევ შვიდი წელი იცხოვრა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine