xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ქრისტიანული ოჯახი » შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ქალთა განთავისუფლების, ემანსიპაციის იდეა (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ქალთა განთავისუფლების, ემანსიპაციის იდეა (ნაწილი 2) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
22-02-2021, 15:29  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   მამები გვასწავლიან: როდესაც ახალი აღთქმა ამბობს, რომ ცოლი უნდა დაემორჩილოს საკუთარ ქმარს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ცოლი ქმრის მონა უნდა იყოს, არამედ იმას, რომ ცოლი ქმარს სიყვარულით ეპყრობოდეს. მან მთელი სულითა და გულით უნდა მიიღოს თავისი მეუღლე.

   ლიმოსელელი მიტროპოლიტი ათანასე წერს: „ქორწინებაში მორჩილება ნიშნავს გადალახო საკუთარი მე, უარყო საკუთარი ნება და დაადგე სრულყოფილების გზას. მეუღლენი ყოველთვის ქრისტეს სიყვარულით უნდა მოქმედებდნენ და არ დავინახოთ ადამიანში ტირანი, ბატონი თუ ხელმძღვანელი... დავემორჩილოთ მეუღლეს მისდამი სიყვარულით, როგორც ვემორჩილებით ქრისტეს. ჩემი მორჩილება ხიდია, რომელიც მაკავშირებს ქრისტესთან და მარადიულ ცხოვრებასთან. მეუღლის მორჩილებით საკუთარ თავისუფლებას ჰპოვებ, საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენ.

   „ქმარი ცოლის თავია" იმას არ ნიშნავს, რომ ქმარი ცოლზე მაღლა დგას, ან იმას, რომ ცოლი ქმარზე უარესია. მაგრამ როგორც შექმნათა წიგნშია ნათქვამი, „ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა" (დაბ. 2. 22). ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ცოლს ეგრძნო ქმრის სიახლოვე - ის თავის მეუღლესთან ერთი მთლიანობაა. კიდევ იმიტომ, რომ ქმარს არ ეთქვა: „ის უცხოა ჩემთვის, არაფერი მაკავშირებს მასთან"... მეუღლეობრივი ცხოვრება ჯვარია, მაგრამ ეს არ არის სასჯელი, არამედ გზაა. ამ გზით მავალს ღმერთთან კავშირის აღდგენა შეუძლია.

   პავლე მოციქულის ნათქვამს - ქმარია თავი ცოლისა, ერთმა ბრძენმა ხუცესმა დაამატა: „დიახ, მაგრამ ცოლი გულია ქმრისა". როგორც სხეული ვერ იქნება სრული თავის გარეშე, ასევე გულის გარეშეც ის მკვდარია, გაყინულია. ამიტომ არ შექმნა ღმერთმა ისინი ერთნაირნი, რათა მათ შეავსონ ერთმანეთი - არა კაცი და ქალი, არამედ ერთხორც".2

   სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ქრისტიანული ოჯახებიც კი კარგავენ პირვანდელ სახეს. მათთვისაც უცხო ხდება ქრისტიანული მორალი და სულ უფრო ხშირად ლიბერალური იდეებით იმსჭვალებიან. მრავალი ქალი ვეღარ პოულობს საკუთარ თავს ოჯახში. მას კოშმარად ეჩვენება ოჯახური იდილია, ქმარშვილთან ურთიერთობა და მისთვის ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეძიოს ადგილი, „გათანასწორდეს" მამაკაცთან. ეს სულისკვეთებაა „ემანსიპაცია", ამ სულისკვეთების ქალბატონები არიან სწორედ ფემინისტები.

   მათ ავიწყდებათ მთავარი: თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში, მართალია, ისინი ახალ უფლებებს იძენენ, მაგრამ კარგავენ ღვთისგან მომადლებულ ჩვეულ სინაზეს, სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, თმობენ პირვანდელს და ახალი ცხოვრების წესით ემსგავსებიან მამაკაცებს.

   ქალის ახალ ამპლუას მამაკაცთა უმრავლესობა ძნელად ეგუება. ემანსიპაციის პროცესმა დაარღვია ოჯახური სიმყუდროვე, რომლის ძირითადი მასულდგმულებელიც დედაა, ქალია.

   ძველი წეს-განგების წინააღმდეგ გალაშქრებამ სინამდვილეში თავისი ფუნქციები დაავიწყა ქალს და სწორედ ეს გაცილებით უფრო ვნებს მას სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ვიდრე შინ ფუსფუსი, ვინაიდან სწორედ ოჯახში პოულობს ქალი ბედნიერებას, სწორედ იქ ხდება მისი, როგორც პიროვნების, სრული რეალიზება.

   ემანსიპაციის მიმდევრები მოუწოდებენ ქალებს საბოლოოდ „განთავისუფლდნენ მამაკაცის დიქტატისაგან". ამ მოდელის ფარგლებში შეუძლებელია ოჯახის ნორმალური ფუნქციონირება, რადგანაც „თანასწორუფლებიანობას" იქვე მოსდევს „თანაბარპასუხისმგებლობა". თანაბარი უფლებებით შეუძლებელია ააგო ოჯახური ურთიერთობა - ამ ვითარებაში ქალზე დაკისრებული პასუხისმგებლობა სათანადოდ ვეღარ სრულდება - ვიღაცამ ხომ უნდა მოუაროს შვილებს. შედეგად ყალიბდება თავნება, გაუზრდელი თაობა, რომლის აღზრდისთვის არ ეცალა მამაკაცთან გაჯიბრებულ დედაკაცს.

   ისმის კითხვა: რას მოუტანს ეს „თავისუფლება" და „თანაბარუფლებიანობა" ქრისტიანულ ოჯახს?! სჯობს დავფიქრდეთ!

 

 

 

 

2 მიტრ. ათანასე ლიმოსელელი. ქალის დიადი სახელი. www.xareba.net.

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine