xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ქრისტიანული ოჯახი » დედაკაცის მასწავლებლობა
დედაკაცის მასწავლებლობა
17-04-2019, 22:16  / ამოსაბეჭდი ვერსია

დედაკაცის მასწავლებლობა

 

   სქესობრივი განსხვავება არ წარმოადგენს დაბრკოლებას ურთიერთქრისტიანული განსწავლისათვის. ვინაიდან, მართალია დედაკაცი უფრო სუსტი არსებაა, არათანმიმდევრული და მსუბუქაზროვანი, მაგრამ უბიწოებასა და ბევრ სხვა სათნოებაში მას ისევე შეუძლია წარემატოს, როგორც მამაკაცს.82 მაშასადამე, მასაც შეუძლია ასწავლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ქმარი ნიჭითა და ცხოვრების ღვაწლით მასზე დაბლა დგას, სასულიერო წოდება მისთვის აბსოლუტურად მიუღწეველია, ისევე, როგორც საეკლესიო კათედრა, მაგრამ ეკლესიის გარეთ მასწავლებლობა, მსოფლიო მოძღვრის აზრით, მასაც შეუძლია.83

   ეკლესიის დიდ მამას ქალის მასწავლებლობის ნიმუშად პრისკილა მოჰყავს. „აპოლო, კაცი სიტყვა-მეცნიერი და იცოდა ნათლის-ცემაი, ხოლო იოვანესი, მან მიიღო, უფლის გზაზე დააყენა და სრულქმნილ მასწავლებლად ჰყო" (საქმ. 18, 24-25).

   მოციქულთა დროს ქალები არ ზრუნავდნენ იმაზე, რაზედაც ახლანდელნი - თუ როგორ შეიმოსონ ბრწყინვალე სამოსლებით და გაიმშვენიერონ პირ-ბაგე ფერუმარილით, და არ აიძულებდნენ თავიანთ ქმრებს ნაირნაირი ძვირფასი კაბების ყიდვას მეზობლებისა და მისი თანასწორი წოდების ქალების ჯიბრზე... და არც ყველაფერ დანარჩენზე, რაც სასაცილო ფუფუნებას წარმოადგენს; მათ უარი თქვეს ყოველივე მსგავსზე და უარყვეს რა ამქვეყნიური ამპარტავნება, მხოლოდ ერთის მიღწევას ცდილობდნენ: გამხდარიყვნენ მოციქულთა თანაზიარნი და მესათხევლობაში მათი თანამონაწილე. ამიტომ, მარტო პრისკილა არ იყო ასეთი, არამედ ყველა სხვა დანარჩენიც.

   ასე, ვინმე პერსიდაზე მოციქული ამბობს: „...რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიერ" (რომ, 16, 12); აქებს მარიას და ტრვიფენას იმ შრომისათვის, რასაც ისინი მოციქულებთან ერთად ეწეოდნენ და თავს იმავე ღვაწლს უძღვნიდნენ. მაგრამ, მაშინ, როგორღა ამბობს ის ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „მოძღურებად დედათა არა უბრძანებ..." (1 ტიმ. 2, 12)? ეს მაშინ, როდესაც ქმარიც კეთილკრძალულია და იგივე რწმენა აქვს და იმავე სიბრძნეში მონაწილეობს. ხოლო როცა ის ურწმუნო და შეცდომილია, მაშინ მოციქული არ ართმევს დედაკაცს განსწავლის უფლებას. ასე, მაგალითად, კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წმინდა მოციქული ამბობს: „და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოი და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაი მისი თანა, ნუ დაუტევებენ ქმარსა მას. რამეთუ რაი იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი?..." (1 კორ. 7, 13-16). როგორ შეუძლია მორწმუნე ცოლს აცხოვნოს ურწმუნო ქმარი? სახარებითა და შეგონებით მოიყვანოს რწმენაში, როგორც აპოლო პრისკილამ.

   მეორე მხრივ, როდესაც ის ამბობს: „მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, - გულისხმობს მღვდლებისთვის დამახასიათებელ ამბიონიდან დამოძღვრის საერთო შეკრებებზე, ხოლო კერძო სახით შეგონება და რჩევის მიცემა მას არ აუკრძალავს. ვინაიდან, ეს რომ აკრძალული ყოფილიყო, მაშინ არ შეაქებდა პრისკილას იმისათვის, რაც მან გააკეთა.84

   ამრიგად, იცით რა ყოველივე ეს, ცოლებმა მუდარით დაიყოლიონ ქმრები, ქმრები მოეფერონ ცოლებს, და ვასწავლოთ ყმაწვილკაცებსა და ქალწულებს და ყველამ დავმოძღვროთ ერთურთი!"85

 

 

 

82 ბედისა და წინასწარგანჭვრეტის შესახებ, III, 11; XX, 5 (ეფეს.); XXXVII, 1 (2 ტიმ.); XXXVII, 1 (1 კორ.); X, 3 (2 ტიმ.)

83 მე-2 სიტყვა მღვდლობის შესახებ, II, 1; IV, 1 (ტიტ.)

84 სიტყვებზე: „კითხვაი არქუთ პრისკილას და აკვილას" (რომ. 16, 3), 1, 3

85 XXXXVII, 5 (ინ.)

 

 

 

 

 

 

 

ბროშურიდან „მრევლის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine