„ნამდვილი მეგობარი ყოველ ნათესავზე ახლობელია".
* * *
„საუკეთესო მოსახვეჭელი ერთგული მეგობარია".
წმიდა ამბროსი მედიოლანელი
* * *
„კეთილგონიერება მეგობრებს შეგვძენს, უბედურება კი - გამოსცდის მათ".
* * *
„ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც ბედნიერება გაქცევს ზურგს".
* * *
„თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა".
* * *
„თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა".
* * *
„ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოყვასს ზიანს აყენებს და ნუ გაიხარებ იმასთან ერთად, ვინც სხვას ბოროტებას უკეთებს".
ამბა მათე
* * *
„ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს".
წმიდა ანტონი დიდი
* * *
„ნუ გეყოლება ისეთი მეგობრები, რომლებსაც მეგობრობაზე მეტად სავსე მაგიდა უყვართ".
ამბა პიმენი
* * *
„უმჯობესია, ყალბი ოქრო მიიღო, ვიდრე ყალბი მეგობარი".
ამბა ევაგრე