xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » პათოლოგიური სექსის გამართლება - ეს არის ფიზიკური და სულიერი გადაგვარების დასაწყისი (არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი)
პათოლოგიური სექსის გამართლება - ეს არის ფიზიკური და სულიერი გადაგვარების დასაწყისი (არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი)
25-02-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

პათოლოგიური სექსის გამართლება - ეს არის ფიზიკური და სულიერი გადაგვარების დასაწყისი (არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი)

 

   მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი „გამდიდრდა" მეცნიერების ახალი დარგით, რომელსაც სახელმძღვანელოებში სექსოლოგიას უწოდებენ, ხოლო ამ ლათინური სიტყვის გასაგებ ენაზე თარგმანით ეს არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ გავანადგუროთ სირცხვილი. კაცისა და ქალის ერთმანეთისკენ ლტოლვა და შვილთა შობადობასთან დაკავშირებული სფერო განეკუთვნება ინსტიქტს და არა მეცნიერებას, რომელიც უნდა შევასწავლოთ ადამიანს. ეს ინსტიქტი უკვე ჩადებულია გენის კოდებში, მაგრამ ზნეობრიობის გრძნობა, რომელიც ასევე დანერგილია ადამიანში და წარმოადგენს ადამიანის ცხოველებისაგან და მხეცებისაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ თვისებას, აკონტროლებს ამ ინსტიქტს, ისევე როგორც სხვა ინსტიქტებს; ამ კონტროლის გარეშე ისინი გადაგვარდებიან და იქცევიან უმართავ ვნებებად.    

   სხეული ადამიანის პიროვნების ონტოლოგიური (არსებითი) ნაწილია; ისაა სულის ინსტრუმენტი. მიუხედავად ამისა, ადამიანი იმდენად ხდება პიროვნება, რამდენადაც იგი ძლევს „გაფუჭებულ" ბიოლოგიზმს და თავის ფსიქოფიზიკურ ცხოვრებას მარადიულ იდეებსა და მიზნებს დაუქვემდებარებს. არსებობს სულისა და სხეულის ურთიერთობის მეტაფიზიკური ხატი: მხედრისა და ცხენისა. მხედარი უნდა ზრუნავდეს თავის ცხენზე, მაგრამ იმავდროულად, იცის რა მისი შფოთიანი ზნე, არ უნდა ასუსტებდეს ლაგამს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხენი მოულოდნელად გადმოაგდებს მხედარს ან შთავარდება თხრილში, რომელშიც ორივენი დაიმტვრევიან. ჩვენი სხეული, რომელზეც განსაკუთრებით ძლიერად ზემოქმედებენ ინსტიქტები, ესაა ცხენი, რომელსაც არ უნდა მივცეთ უმართავი თავისუფლება.

   ქრისტიანული ასკეზა - ესაა სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ დავუმორჩილოთ სხეული სულს. სხვანაირად რომ ვთქვათ, - დავუმორჩილოთ სომატიკა (სხეული) ცნობიერების უმაღლეს ცენტრებს. თუ ზნეობრივი პრინციპები არ უხელმძღვანელებენ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას, მაშინ კაცობრიობა გადაიქცევა გარეულ მხეცთა ჯოგად, ხოლო ადამიანი ღორისა და მგლის რაიმენაირ ჰიბრიდად. საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება, გამოწვეული ადამიანის იდეალთან შეუსაბამობით, არა ჯანსაღი, არამედ შერყვნილი ბიოლოგიზმისა, რომელიც ცდილობს დაეუფლოს ჩვენს სულს, ბადებს სირცხვილს - ესაა ადამიანის ღირსება.

    ყველა დროში სირცხვილი და უბიწოება ითვლებოდა ზნეობრიობის ბარომეტრად, ხოლო გარყვნილება და ვნების კულტი ადამიანის დეგრადაციად. უბიწოება განსაკუთრებულად ფასდებოდა და ფასდება ქრისტიანობაში, იგი ითვლება ადამიანის უმაღლეს სათნოებად.

   სექსოლოგია - ესაა ანტიქრისტიანული ძალების პროვოკაცია. ქრისტიანობა არ არის მარტო რწმენა და დოგმატები, არამედ ასევე ზნეობრიობაა, როგორც ქცევის, ასევე ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ჩათვლით. ათეისტური იდეოლოგია ცდილობდა გაენადგურებინა ქრისტიანობა, როგორც რწმენა და მსოფლმხედველობა, პირდაპირი ძალადობისა და ქრისტიანული სწავლების პროფანაციის გზით. ახლა იგივე ძალებს სურთ გაანადგურონ ქრისტიანობა უფრო მზაკვრული და შეუმჩნეველი ხერხით, თავისუფლად დატოვონ რწმენა და რიტუალები, მაგრამ გაანადგურონ ზნეობრიობა, გახრწნან თვით ადამიანის სული. თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდება, თუ ქრისტიანები დაუშვებენ საკუთარი თავისა და თავისი შვილების გახრწნას, მაშინ ქრისტიანობა, როგორც მაცოცხლებელი ძალა, აღარ იქნება, ის იქცევა ისტორიულ არქაიზმად. ქრისტიანობის ეს მოკვდინება შეიძლება ხდებოდეს საყდრების აშენების, რელიგიური ლიტერატურის გამოცემების და ა.შ. ფონზე. ჭია, შემძვრალი ხის ტანში, შიგნიდან გამოხრავს მას.

   სექსოლოგია უკვე შევიდა ეთერში. საგულისხმოა, რომ ეკლესიის სწავლებით, ცისქვეშეთი - დაცემულ სულთა არეა. ახლა სექსოლოგია მიისწრაფის უნივერსიტეტებისა და სკოლებისაკენ, რათა დაიკავოს ადგილი მათემატიკისა და ისტორიის გვერდით. მაგრამ სინამდვილეში მას სურს, მოუტანოს მოზარდებს ახალი მსოფლმხედველობა იმის შესახებ, თითქოს ადამიანი თავად არის პატარა „ღმერთი", თავისუფალი თავის მოქმედებებში, რომ მთელი კაცობრიობა ღვთიურია, ხოლო სირცხვილი უმეცრებისა და ცრურწმენების გადმონაშთია.

    ამ ახალ „რელიგიაში" სირცხვილი უნდა გამოცხადდეს, ყველაზე დიდ მტრად და ექსპლოატატორად, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა ადამიანი. შემდგომ, სექსოლოგები, უფრო სწორად ძალები, რომლებიც მათ უკან დგანან, მოითხოვენ ახალ კანონმდებლობას, რომლებიც დაიცავენ შვილებს იმ მშობლებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ოჯახში ქრისტიანულ ზნეობრიობას.

   სექსოლოგიას უშუალო მიზნად აქვს დასახული მოზარდის სულში მთვლემარე ინსტიქტების ინერციის გაღვიძება და სქესის პრობლემებისადმი მძაფრი ინტერესის სტიმულირება. აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, ხოლო პერსპექტივაში - გაანადგუროს ქრისტიანობა როგორც ცხოვრების ნორმა, წაართვას ხალხს მისი ტრადიცია, უსახურქმნას იგი და გაწიროს ნელი გადაგვარებისათვის (პათოსექსის გამართლება - ესაა ერის ფიზიკური და სულიერი გადაგვარების დასაწყისი).

   უნდათ დაგვარწმუნონ, რომ სექსოლოგია უშველის გამოუცდელ მოზარდებს, თავი დააღწიონ განმხრწნელთა და მოძალადეთა აგრესიას, თითქოს სექსოლოგია - სამბოსა და ძიუდოს ილეთების შესწავლა იყოს გოგონებისათვის, რომლებსაც ემუქრებათ თავდასხმა. ქცევის სიფრთხილე სექსოლოგიის გარეშეც გასაგებია, თუმცა ამას იქ სრულებითაც არ ასწავლიან. პირიქით, სექსოლოგები განაწყობენ ადამიანს, რომ არაფრის დაცვაა საჭირო, ამიტომ არავისგანაა საჭირო დაცვა.

   ოდესღაც ქრისტიანები საუბრობდნენ ისლამზე, როგორც ხორციელი გრძნობების კულტზე და ადამიანის ინსტიქტების წაქეზებაზე. ახლა პირიქით, მუსლიმანები ამაყობენ, რომ პორნოგრაფიამ ვერ შეაღწია მათ გარემოში, ყოველ შემთხვევაში იმ ზომით, როგორითაც ქრისტიანულ ქვეყნებში, რომ მათი ტელევიზია და პრესა არ არის იმდენად ბილწი და გარყვნილი, როგორც ჩვენთან.

    რას ვუპასუხებთ?...

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine