xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ხიბლი
ხიბლი
21-07-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

ხიბლი

 

   გონებას ახასიათებს ოცნებებში ისეთი მაღალი ლოცვითი მდგომარეობების წარმოდგენა, რომლებისთვისაც ჯერ არ მიუღწევია, და მათი დამახინჯება საკუთარ ოცნებებსა და აზრებში არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამგვარმა მოღვაწემ ისიც დაკარგოს, რაც მიცემული აქვს და ხიბლის მოქმედების შედეგად შეიშალოს.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, - არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ეშმაკური ხიბლის ყოველი სახეობა... იქიდან წარმოიშობა, რომ ლოცვების საფუძველში სინანული არ დევს, სინანული არ ხდება ლოცვის წყარო, სული და მიზანი... აი, სინანული და ყველაფერი ის, რისგანაც ის შედგება: ჭმუნვა, ანუ სულის დამდაბლება, გულის ტირილი, ცრემლები, თვითგანსჯა, სიკვდილი მუდმივი ხსოვნა და შეგრძნება, აგრეთვე ხსოვნა ღვთის სამსჯავროსი და მუდმივი ტანჯვისა, ღვთის არსებობის შეგრძნება; ღვთის შიში წყალობის საწინდარია, ...უზენაესი და სამუდამო ძღვენის საფუძველიცაა. ...სინანული, სულის წუხილი, ცრემლები ეს ნიშნებია, დასტურია ლოცვით თავდადების მართებულობისა; მათი არარსებობა კი - მცდარი მიმართულებისაკენ გადახრას ნიშნავს.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის - ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მისი მოქმედების აღმოცენას, რადგან იცის წმინდა მამათაგან, რომ ასეთი ძიების საწყისი მზვაობრიობაშია, რომლისგანაც წარმოიშვება ხიბლი და დაცემა.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   თუკი სულიერად ბრმა ადამიანი სხვებს წინამძღვრობს, ხიბლში იმყოფება და თავის მიმდევრებს დასაღუპავ თხრილში აგდებს, თანახმად უფლის სიტყვებისა: „ბრმაი ბრმასა თუ წარუძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან" (მათ. 15, 14).

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

   ნუ დავიწყებთ ტკბობას, ხილვების ძიებას; ჩვენ ცოდვილნი ვართ, ღირსნი არა ვართ სულიერი ტკბობისა და ხილვებისა, უუნარონი ვართ მათ მიმართ ჩვენი სიძველის (ვნებიანობის) გამო. ყურადღებიანი ლოცვით შევეცადოთ ჩვენი გონების თვალნი საკუთარ თავს მივაპყროთ, რათა მასში ჩვენი ცოდვიანობა აღმოვაჩინოთ.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია - თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება - უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რწმენით შევეთვისოთ, ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულიდან.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   ხიბლით მონუსხვა, საკუთარი თავის ცთუნება იქნებოდა, თუკი ცნობის წადილით აღვივსებოდით ამ საღმრთო, გამოუთქმელი ბუნების გამო და ძიებასაც თუ შევუდგებოდით ღმერთის საკუთრივი სახელისა, რამეთუ, როგორც საღმრთო წერილშია ნათქვამი, „მირონს გადმოღვრის სახელი შენი", უფალო ღმერთოო (ქებათა ქება 1, 2).

 

წმიდა გრიგოლ ნოსელი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine