xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ცუდმეტყველება და მრავალსიტყვაობა
ცუდმეტყველება და მრავალსიტყვაობა
8-05-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოს შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმიდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები - ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე - პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ავმეხსიერება, გულისმიერი ცილისწამება და ისინი გარეგნულად ერთს წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი სხვას განიცდიან.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ენა თავის თავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მასასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისთვისაც.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს, ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე - როგორც საჭიროა.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას დაჯდომა და თავისმოწონება სჩვევია.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   მრავლისმეტყველება უგუნურების ნიშანია, ბოროტი სიტყვის კარი, დაცინვის ხელმძღვანელი, სიცრუის მსახური, გულის ლმობიერების მომსვრელი, მოწყინების მომწოდებელი, სიზმრების მომასწავებელი, გონების განმაბნეველი, გულის დაცვის დამთრგუნველი, ლოცვის დამადნელებელი.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: ნამეტნავისაგან გულის იტყუან ბაგენი (I,432-433).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   რომელ ბოროტებაზე საუბრობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? - სხვის ცოდვებსა და საკუთარ წარმატებებზე.

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

 

   უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა.

   გახსოვდეს დედა-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყავი და შენი დაბადების დღეს დაწყევლი.

   ლანძღვას მიჩვეული ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ გამოსწორდება.

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 23-24

 

 

   ღობის გარეშე დარჩენილი ბაღი გაითელება და გაჩანაგდება; ამგვარადვე დაღუპავს თავის სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოიზღუდავს თავის ბაგეთ.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს. 100,5).

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა" „ეშმაკის" სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა, ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობრიობას ეთამაშება. მის დაღუპვას დასცინის, ამიტომაც ხუმრობას მიჩვეული ადამიანი დემონს ბაძავს. როგორც ფანტასტი ქმნის ერთგვარ ილუზორულ „რეალობას", ასევე აგებს ოხუნჯი სიმახინჯეების მუზეუმს, რომელშიც დამთვალიერებლებს ეპატიჟება.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამხობთ სიცრუეს, ცილს ვწამებთ ერთმანეთს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine