xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ცოდვა
ცოდვა
13-07-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

ცოდვა

 

   ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თაობებზე გადადის.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   არ არსებობს ტირანია, რომელიც უფრო აუტანელი იქნებოდა, როგორც ჩვევა; ტყუილად როდი უწოდებენ მას მეორე ბუნებას.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმრთის მოწყალებას და მთელი მსოფლიოს ცოდვები ერთად აღებული ქვიშის მარცვალი ოკეანეში შთაგდებული.

 

ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე

 

 

   არ არსებობს ცოდვილი, რომელიც თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს იონათანივით არ ამბობდეს: „ცოტაოდენი თაფლი ვიგემე; აჰა, მზად ვარ სასიკვდილოდ".

 

1 მეფ. 14, 043

 

 

   არაწმიდანი გარეგნულად ცოცხლები კი არიან, მაგრამ გარდაცვლილებზე უფრო უბედურად გრძნობენ თავს.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

 

 

   არც ერთი ღვაწლი ისე მარჯვედ და ისეთი ძალით არ განაგდებს ცოდვას, როგორც მოძღვრისათვის ყოველდღიური აღსარების ჩაბარება.

 

წმიდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   ვიდრე დანაშაული ჯერ კიდევ მცირეა და კარგად არ მომწიფებულა, მოიკვეთე იგი, ვიდრე ტოტები ფართოდ გამოუტანია და მომწიფებულა.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   ვინც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, არ უნდა ელოდოს, რომ ამ ქვეყნიდან განსვლისას თავისი შეწყალების შესახებ ეუწყება რაიმე.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ვინც ცოდვა არ მოიძულა, ის თუნდაც არ აღასრულებდეს მას, მაინც ცოდვილებში ითვლება.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   თვალხილული ბრმაა ის, ვინც ვერ ხედავს, რამდენად დამღუპველია მისი ცოდვა.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   თუ გარბიხარ ხალხის ჭორაობას შენი საქციელის შესახებ, მაშინ ეს საქციელი შეწყვიტე და ჭორიც აღარ იქნება.

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი

 

 

   თუ ვინმემ აშკარად სცოდა, არ შეინანა და სიცოცხლის ბოლომდე არანაირი ტანჯვა არ შემთხვევია, ჩათვალე, რომ ულმობელი სამსჯავრო ელოდება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ის, ვინც ცოდვის გამო აქ არ ისჯება, ყველაზე უბედური ადამიანია.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   მომიტევეთ, ვისაც ახსოვს სიკვდილი, მას არ შეუძლია სცოდოს.

 

ღირსი ისიქიოსი

 

 

   მსაჯულისაგან არაფერია დაფარული; ამიტომ ამაოდ ვცდილობთ, ფარულად შევცოდოთ.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ნუ დაუმალავ სულიერ მამას შენს მიერ ცადენილ ცოდვას. კეთილი ზნე და საქციელი ყოველდღიურად დაისწავლე შენი მოძღვრისაგან.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   რაოდენ აუტანელი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   როდესაც გონება ზღვის ქვისასავით ურიცხვ საკუთარ ცოდვებს დაინახავს, ეს იქნება სულის განათლება დასაწყისისა და გაჯანსაღების ნიშანი.

 

წმიდა პეტრე დამასკელი

 

 

   საჭიროების შემთხვევაში შეცოდებას სიკვდილი ამჯობინე.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ქრონიკული ავადმყოფები მხოლოდ უდიდესი მცდელობით, მუდმივი ძალდატანებით იკურნება; იგივე უნდა ითქვას ცოდვილ ჩვევებზეც.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   სული შეიძლება ცოდვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ღვთის გარეშე იგი ბოროტებაზე ვერ გაიმარჯვებს.

 

წმიდა მაკარი დიდი

 

 

   ყველა ადამიანურ ბოროტებათაგან მხოლოდ ცოდვაა ნამდვილი ბოროტება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ცოდვა აბრიალებული ცეცხლია: საწვავის მოკლებისას - ქრება, მომატებისას - მძვინვარდება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ცოდვა გარკვეული დროით ტკბილია, მაგრამ შემდეგ ხანგრძლივი სიმწარე მოსდევს.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   ცოდვა დამწველი ცეცხლია. რაოდენობრივად შემცირების შემდეგ იგი ქრება, მომატებისას კი უფრო აალდება.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   ცოდვაში მყოფს თავად არ შეუძლია ხორციელ მკიდრეკილებათა დაძლევა, რამეთუ განუწვეტელი და ასოთამომცველი განსურვება აქვს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ცოდვაში მცხოვრები მკვდრისაგან არაფრით განსხვავდება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ცოდვით ტკბობა დროებითია, მაგრამ მას მარადიული სიკვდილი მოსდევს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია, ღვთის სამართალს დაემალო.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine