როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კათილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას.
როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 31-33
სხვისი სტუმრობა ღვინის სმის საბაბად მიაჩნია. სათნოებას ამოფარებული იგი ვნების მონა ხდება.
ღირსი იოანე სინელი
ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში.
კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო, საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.
გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.
სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში.
სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს.
ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 30-31
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
იგავნი სოლომონისა, თ. 20-21
ღვინო კი არაა დამნაშავე, არამედ სიმთვრალე.
წმიდა იოანე ოქროპირი
ღვინოსა ევლტოდეთ ყოვლითურთ, ვინათგან არა ზიარება არს ღვინისა მოღუაწე თანა და უფროსდა მონაზონთა, რამეთუ ესე ვითარი საკვირველთა განუხსნელთა მიერ შეკრული უძღებებით მიმღებელთა; მსგავსად მონათა მოსყიდულთასა უპატიოდ წარადგინებს მათ გულის თქმათა მიმართ ცოდუისათა და პავლეცა ძირად სიბოროტისა თქუა ღვინო მეტყუილმან, ნუ დაითურებით, რომლისაგან იქმნების ბილწება და წამალი არს მაკუდინებელი და დედა გულის თქმათა ბოროტთა.
იოანე ზედაზნელი
ღვინო ღვთიურია, ლოთობა ეშმაკეული.
წმიდა იოანე ოქროპირი
შვილო ღვინოსა განეყენე, რათა განთავისუფლდე.
წმიდა გიორგი მთაწმინდელი
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
იგავნი სოლომონისა, თ. 22-23
Xareba.net - ის რედაქცია