ბოროტთა სიმშვიდე იმის ნიშანია, რომ ისინი უკვე ცოცხლად არიან დამარხულნი ჯოჯოხეთში.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი
ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
დაე, სინდისი იყოს შენი მორჩილების სარკე და ეს საკმარისი იქნება შენთვის.
ღირსი იოანე სინელი
ვინც არ იკვლევს საკუთარ სინდისს, ის ვერც ღვთისმოსაობის გამო გასწევს ხორციელ შრომას.
წმინდა მარკოზ განშორებული
თითოეულის საიდუმლო საიდუმლო იცის ღმერთმა და სინდისმა. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამოსწორება ყველამ.
წმინდა მარკოზ განშორებული
თუ გსურს, მუდამ გყავდეს სულისმაცხოვნებელი ხელმძღვანელი - მოუსმინე შენს სინდისს და გადაუდებლად შეასრულე, რასაც იგი ჩაგაგონებს.
წმიდა მაკარი მოსაგრე
კურნების ძიებისას სინდისზე იზრუნე. გააკეთე, რასაც ის გეუბნება და ჰპოვებ სარგებელს.
წმინდა მარკოზ განშორებული
მეუფემ პირველად შექმნა ადამიანი და დაუდუმებელ მამხილებლად მასში სინდისი ჩანერგა, რომლის მოტყუება ან მოხიბლვა შეუძლებელია.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
როცა ქრისტე მოდის, ჩვენი სულის მთელ სივრცეში ივანებს, მაშინ ყველა პრობლემა იხსნება; ყველა ცდუნება, ყველა დაბრკოლება ქრება, ცოდვებიც გვტოვებენ.
ბერი პორფირე
სინდისი ბუნებრივი წიგნია. ვინც საქმით კითხულობს მას, ის გამოცდილებით შეიცნობს ღვთის მეოხებას.
წმინდა მარკოზ განშორებული
სინდისი მხოლოდ მათ არ განიკითხავს, რომელთაც სათნოების ან ბოროტების მწვერვალს მიაღწიეს.
წმიდა აბბა თალასე
სინდისის წინააღმდეგ შეცოდებას სიკვდილი გერჩიოს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
სინდისი ჭეშმარიტად შინაური სასამართლოა. დამნაშავეს შეუძლია, ზოგჯერ ადამიანთა სამსჯავრო აიცილოს, მაგრამ იგი ვერასდროს გაექცევა სინდისის სასამართლოს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა - სინდისით, რამეთუ მათი ბუნებიდან გამომდინარე ისინი ერთმანეთს საჭიროებენ.
წმინდა მარკოზ განშორებული
ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე, როგორც გაჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ.
წმიდა ტიხონ ზადონელი
Xareba.net - ის რედაქცია