xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » უბედურება (ტანჯვა)
უბედურება (ტანჯვა)
6-08-2019, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

უბედურება (ტანჯვა)

 

   ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთი არ დაუშვებს მწუხარებას, რომელიც მის ძალას გადააჭარბებს. ღმერთი ადამიანს დიდ სულიერ სიმტკიცეს აძლევს. ამის ცოდნა ადამიანს უნერგავს მხნეობას, მოთმინებას, სულგრძელობას. მასში ღვივდება რწმენა იმისა, რომ ღმერთი, რომელმაც სიყვარულის გამო დაუშვა მწუხარება, დაეხმარება მას და იხსნის ამ განსაცდელისგან. მწუხარება ადამიანს სულიერად ამდიდრებს.


ბერი ევსევი



   ავადმყოფობას სიკეთისკენ მივყავართ მაშინ, როცა მას უდრტვინველად ვითმენთ, როცა ღმერთს ვევედრებით მოგვიტევოს ცოდვები და ვადიდებთ მის სახელს.


ბერი პაისი



   დარტყმები აუცილებელია ჩვენი სულების გადასარჩენად, რაც მეტს ბერტყავ ტანსაცმელს, მით უფრო იწმინდება ის. სწორედ ამგვარად, რტყმევით არბილებენ რვაფეხას და ადენენ შავ სითხეს.


ბერი პაისი



   იტანჯო მანამდე, სანამ ღმერთის არსებობა გაგრძელდება, ანუ სამარადისოდ, განა შეიძლება ამაზე უფრო დიდი უბედურება წარმოვიდგინოთ ცოდვილ ადამიანთათვის?


წმიდა იოანე ოქროპირი



   მადლობას მოვახსენებ უფალს, რომ ავად გახდომის შესაძლებლობას მაძლევს. მაშინ ვიგონებ წამებულებს და მავიწყდება ჩემი ავადმყოფობა. ავადმყოფობა ღვთის საჩუქრად მიმაჩნია. ბევრმა ღმერთი შეიცნო გადატანილი ავადმყოფობის წყალობით.


ბერი იერონიმე



   მწუხარებით გამოცდას, რომელსაც ღმერთი უშვებს ადამიანისათვის, მიზნად აქვს მართალთა აღზრდა მიწაზე და მათი დაჯილდოება იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ცხადია, ამქვეყნიური მწუხარება სამზადისია ადამიანისათვის. მწუხარება არის ის, რაც ათვინიერებს მას წუთისოფელს, განამტკიცებს მის ხასიათს, ასუფთავებს მის არხებს და ამაღლებს, რამდენადაც ის მწუხარებაშია.


ბერი იოილი



   როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი; როცა თავადაც ავად ხდება. როცა იმავეს განიცდის, მაშინ შეიცნობს და იგებს სხვის ტკივილს. სხვაგვარად სასტიკი რჩება, და თუ ბუნებით კეთილი არ აღმოჩნდა, არავინ ეცოდება. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ბუნებითია, არც პატივს იმსახურებს, არც უპატიობას.


იოსებ ათონელი



   სენი უფლის მოსვლის ნიშანია! ვაი, მას, ვინც არ ავადმყოფობს! ასეთი ადამიანი უკვე აქ, დედამიწაზევე იღუპება, რადგან ჯანმრთელმნი და მდიდარნი შორს არიან ცათა სასუფევლისაგან, სამოთხის სავანეებისგან.


ბერი პორფირი



   უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.


წმიდა იოანე ოქროპირი



   ფიზიკური უბედურებანი ცოდვის შედეგსა და, იმავდროულად, საღვთო სასჯელსაც წარმოადგენს. ეს ასახულია ღვთის სიტყვებში, რომლითაც მან პირველმშობლებს მიმართა სამოთხიდან განდევნისას. ცხადია, სასჯელი არსებობს, როგორც ადამიანის შემდგომი და საბოლოო დაცემისაგან შემაკავებელი საშუალება.


პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი



   ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს - ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან - ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს: აქ - დაწინდვას, ის კი - აღსრულებას.


იოსენ ათონელი



   როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვებრძანა. თუკი ამ ვნებებს სნეულებაც აღმოფხვრის, ნუღარ ვიშფოთებთ. უდიდესი ღვაწლია - დაითმინო ავადმყოფობა და ღმერთს სამადლობელი გალობანი აღუვლინო.


ეპისკოპოსი პეტრე



Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine