ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას; ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო.
წმიდა ისააკ ასური
ადვილად შეგეძლოს, ყველაფრის უგულებელსყოფა განდიდებისას და ნუ იქნები დიდი შენს სიმცირეში.
წმიდა ისააკ ასური
არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება და ვერ განიარაღდება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა.
სულიერი მარგალიტი
გაიხსენე ძლიერთა დაცემა და საკუთარ სათნოებებში დამდაბლდი.
წმიდა ეფრემ ასური
გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს.
წმიდა ანტონი დიდი
გსურს პირველობა? - ის ჯერ სხვას დაუთმე.
წმიდა იოანე ოქროპირი
დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება.
წმიდა იოანე სინელი
ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა.
წმიდა ბასილი დიდი
ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება, ეშინია და უყვარს იგი.
წმიდა ტიხონ ზადონელი
თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 10-11
თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა.
წმიდა ბასილი დიდი
თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თუ თავმდაბლობა უბრალო და უსწავლელ ადამიანს აღამაღლებს, მაშ, განსაჯე, როგორ პატივს მიაგებს დიდსა და საპატიო ადამიანს.
წმიდა ისააკ ასური
ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
მინახავს მე მდაბიო, ნამდვილად თავმდაბალი ხალხი და ისინი ყველა ბრძენზე უბრძენესნი ყოფილან.
წმიდა მარკოზ განშორებული
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმიდა იოანე სინელი
ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.
წმიდა იოანე ოქროპირი
რაც მარილია ყოველგვარი საკვების გარეშე, იგივეა თავმდაბლობა ყოველგვარი სათნოების გარეშე.
წმიდა ისააკ ასური
სიმდაბლე ყველა სხვა სათნოებათა სამკაულია; სიმდაბლის გარეშე არავითარი წარმატება არ მიიღწევა.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი
სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ.
წმიდა იოანე ოქროპირი
სიღარიბე კეთილზნეობრივ ადამიანისთვის სიმდაბლის მოხვეჭის საუკეთესო საშუალებაა.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია.
წმიდა ისააკ ასური
სჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.
ნეტარი ავგუსტინე
Xareba.net - ის რედაქცია