xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » სიფხიზლე
სიფხიზლე
31-07-2019, 21:52  / ამოსაბეჭდი ვერსია

სიფხიზლე

 

   ასეთია სიფხიზლის სახეები: პირველი არის თვალყურის დევნება ოცნებებზე და ყოველგვარ შემოთავაზებულზე. მეორე - გვქონდეს გული მდუმარე, ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი და ლოცულობდეს. მესამე - გამუდმებით ვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლით. მეოთხე - გვქონდეს გულში სიკვდილის მუდმივი ხსოვნა. მეხუთე - და ყველაზე მოქმედი - ვუყუროთ მხოლოდ ზეციურს და არა ამქვეყნიურს.

 

ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი

 

 

   აუცილებელია სიფხიზლე. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, იგი ამას ღვთისათვის უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვივიწყებთ ღმერთს და შემდეგ ჩაერთვება აზრი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, ჩაერთვება კაცთმოთნეობა და ვცდილობთ, თვალში არ მოვხვდეთ ადამიანებს. თუკი ვინმე იმ აზრით მოქმედებს, რომ ღმერთი ხედავს მას, აკვირდება მის ნამოქმედარს, იგი რასაც უნდა აკეთებდეს, ყველაფერი გამოუვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც რაღაცას იმისთვის აკეთებს, რომ ადამიანების წინაშე გამოჩნდეს კარგად, ის ყველაფერს კარგავს და ამაოდ ფლანგავს. ვიდრე რაიმეს გააკეთებდეს, ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: - „კარგი, ვთქვათ, მე მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ღმერთს თუ მოეწონება?" და კარგად დააკვირდეს, სათნოა თუ არა ის ღვთისთვის. თუ მას ამის გაკეთება ავიწყდება, მაშინ მას ღმერთი დაავიწყდება.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც - ის განწმენდს და „უფროის თოვლისა" განასპეტაკებს სულს. მხნედ ვიდგეთ, რამეთუ ჩვენი ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალთა წინააღმდეგ, რომლებიც არასდროს გადმოვლენ ჩვენს მხარეს და არც თავიანთ შემოტევებს შეასუსტებენ. ამიტომაც განვეწყოთ ბრძოლისთვის და ნუ მივეცემით თვლემას, რამეთუ ჩვენს წინაშეა საფრთხე, რომელიც მარადიული ცხოვრების ფასად დაგვიჯდება. თუ დავიძლევით, დავკარგავთ სულს, მოვაკლდებით ღმერთთან მარადიულ ნეტარებასა და სიხარულს და სასჯელად მეორე სიკვდილი - ღვთისგან მარადიული განშორება მოგვეგება. ნუ იყოფინ!

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

   მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები - ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შენს ვენახში, რათა შემოსვლით გაგვძარცვონ მტევნებისაგან. შეჭირვებული მჭვრეტელი დგება სალოცავად, შემდეგ ისევ ჯდება და ხელს მიჰყოფს იგივე საქმეს (ე.ი. გულზე ყურადღებასა და ლოცვას).

 

წმიდა იოანე კლემაქსი

 

 

   სიფხიზლე არის გონების გულის კარებთან მტკიცე დგომა ისე, რომ ხედავდეს როგორ მოდიან უცხო აზრები, როგორც ქურდები, ესმის როგორ ლაპარაკობენ ისინი და რას აკეთებენ ეს მახრჩობელა დემონები, როგორ გამოსახავენ სხეულებს, რათა გონება გაიტყუონ ოცნებებში. თუკი შევეცდებით ასეთ სიფხიზლეში ყოფნას, ვისწავლით გონების დაცვის ხელოვნებას.

 

ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი

 

 

   სიფხიზლე სამართლიანად იწოდება გზად, რამეთუ მას მივყავართ სასუფეველში, რომელიც ჩვენშია და რომელიც მომავალში გველის. იგი აგრეთვე იწოდება გონებრივ სახელოსნოდ იმიტომ, რომ გამოყოფს და განსწმენდს სულიერ ხასიათებს და ვნებიანს გადააკეთებს უვნებოდ. ის კიდევ ჰგავს ნათელ სარკმელს, რომლიდანაც ღმერთი გვეცხადება ჩვენ.

 

ფილოფეი სინაელი

 

 

   სიფხიზლის ხელოვნებაში იგულისხმება გულისსიტყვების, ოცნებებისა და გრძნობათა მოძრაობებისადმი ყურადღების მიპყრობა; ძალა სულისა, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას; შორსმჭვრეტელობას, როდესაც გონება განსაცდელებს შორიდანვე ხედავს და თავს არიდებს მათ - იღებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს; მოუკლებელი ლოცვა და გონების მიერ გულში შემავალი და გამომავალი გულისსიტყვების მეთვალყურეობა.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine