xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » სიბრძნე
სიბრძნე
11-03-2019, 21:35  / ამოსაბეჭდი ვერსია

სიბრძნე

 

   „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს".

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 13-14

 

 

   ვისაც უყვარს სწავლა, მასში განდიდდეს სიბრძნე; ხოლო ვისაც უყვარს უქმად ყოფა, მისთვის შეუძლებელია წარმატება.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ზომით შეიძინე შენთვის ოქრო, ხოლო სწავლა - უზომოდ; როცა გამრავლდეს მწუხარება, ის (სწავლა) იქმნება შენთვის განსვენება და სიტკბოებაც.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 26-28

 

 

   თვითშემეცნებით ქრისტიანი სხვაზე ბრძენი ხდება: ერთდროულად მორჩილებასაც აღწევს და ღვთის მადლსაც იძენს.

 

ბერი იოსები

 

 

   თუ გაქვს ოქრო და ვერცხლი, ნუ აღიმაღლებ თავს შენსა და ნუ გამედიდურდები, არამედ ყოველთა გზათა შენთა ხვიდოდე სიბრძნით.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   კეთილ არს სიბრძნე უფროის ჭურჭელთა ბროლისათა (ეკლ. 9, 18). სწავლა უმჯობეს არს სიმდიდრეზე. პატარა, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი, უმჯობესია მოხუცებულ, მაგრამ სულელ მეფეზე.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბრძნე სოლომონისა 4, 7-8).

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   მოიპოვე ბეჯითობა, ეს დიდი საუნჯე სიბრძნისა და განეშორე სიზარმაცეს, ყოველივე უბედურების შესაკრებელს.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი.

 

ეკლესიასტე, თ. 1

 

 

   სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 15-16

 

 

   უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება (იგავ. 2, 6).

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   ყოველ საქმეს მიუჩინე განწესებული დრო, რომ ყოველივე თავის რიგზე დაცულ იყოს: სმა-ჭამა, ლაპარაკი, ლოცვა და წიგნის კითხვა.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ხედავ, რომ თესლი ჩათესილი მიწაში მოკვდება (დალპება) და მერმე აღმოცენდება მიწისაგან. ეს მაგალითი ცხადად გაჩვენებს შენ, რომ ეგრევეა სხეული ჩვენი. თუმცა ის მოკვდება და დაეფლვის, მაგრამ ღვთის ძალით თავის დროზე გაცოცხლდება და შეიმოსავს უკვდავებას.

 

წმიდა მაკარი ეგვიპტელი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine