xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » საიდუმლო
საიდუმლო
31-05-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

საიდუმლო

 

   არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.

   ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!

 

სახარება მარკოზისა, თ. 3-4

 

 

   როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   დაიწერე გულის ფიცარზე: ვინც გაურბის წმიდა საიდუმლოებებს, ის მადლგაცილებულია, ანუ არა აქვს სულიწმიდის მადლი. ვისაც არა აქვს სულიწმინდის მადლი, ის არ არის ქრისტესი.

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

 

   ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზიარების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწმინდოთ სინდისი, რამეთუ ქრისტეს ვუერთდებით, ხოლო ვითარ შეგვიძლია შევუერთდეთ ქრისტეს, თუკი მტრობა გვაქვს ვინმესთან, თავს განვიდიდებთ ან განვიკითხავთ სხვას.

 

ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე

 

 

   იფიქრე, საყვარელო, იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც ღმერთი გიმჟღავნებს და ღვთაებრივი ზიარების შესახებაც. ამ საიდუმლოში მისი სიყვარული სრულყოფილების საზღვარს აღწევს, როგორც ბრძანებს იოანე მახარებელი: „შეიყუარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი" (იოანე 13, 1). და როგორც ღუმელის სიცხოველე მისგან გამომავალი ცეცხლით შეიცნობა, ასევე ღვთის ჩვენდამი სიყვარული საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოთი შეიცნობა.

 

წმიდა ნიკოდიმის ათონელი

 

 

   გიგზავნით სულიერ რეცეპტს და გირჩევთ, მოცემული წამალი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით გაძლიერებული სულიერი და ხორციელი ტანჯვის წუთებში. წამლის გამოყენებისას, ამ უბრალო მკურნალობის დაფარული ძალა და მაკურნებელი თვისება სწრაფად გამოჩნდება.

   როგორც წმიდა იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს, განმარტოებისას, აუჩქარებლად, საკუთარი თავის გასაგონად, გონებაში წარმოთქვით შემდეგი სიტყვები:

   „დიდება შენა, ღმერთო ჩემო, მოვლენილი მწუხარებისათვის; ამას ჩემი ცხოვრებით ვიმსახურებთ: მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა!"

   ლოცვა უაღრესად აუჩქარებლად უნდა წარმოითქვას. ერთხელ წარმოთქმის შემდეგ მცირე ხნით შეისვენეთ. შემდეგ ისევ წარმოთქვით და ისევ შეისვენეთ. ამგვარად ლოცვა განაგრძეთ ხუთი ან ათი წუთის განმავლობაში, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ სული დაგიმშვიდდათ და დაგიწყნარდათ. ამის მიზეზი ნათელია: ღვთის წყალობა და ძალა მის დიდებაშია და არა მჭევრმეტყველებასა და მრავალსიტყვაობაში. დიდება და მადლიერება კი ჩვენი უმთავრესი საქმეა, ის ღმერთმა გვიბოძა და სრულიადაც არ არის ადამიანური გამონაგონი. მოციქული ღვთის სახელით მოგვიწოდებს ამ საქმისკენ (იხ. 1 სოლ. 5, 18).

 

წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

 

   დაუდევრობა აგდებს ზეციდან, სასოწარკვეთა კი უღრმესი ბოროტების უფსკულისაკენ მიუძღვის.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები, და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ მივლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლავრნი, გონიერი და სიმართლით აღვსილნი კაცნი.

 

ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე

 

 

   რამდენად ბევრი და დიდი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, უფალს უმეტესი მოწყალება აქვს, იმიტომ, რომ, როგორც თავადაა უსასრულო, ასეთივეა მისი მოწყალებაც.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ძე ღვთისას უყვარდა დაუცემელი ადამიანი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა იგი - დაცემული; თავად მოვიდა მის აღსადგენად და უთხრა: „განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით!"

 

ეფ. 5, 14

 

 

   წარმოიდგინე ნაპერწკალი, რომელიც ზღვაში ჩავარდა: შეძლებს კი უვნებელი გადარჩეს ან კვლავ გამოჩნდეს მასში? რა არის ნაპერწკალი ზღვასთან მიმართებაში, იგივეა მანკიერებაც ღვთის კაცთმოყვარეობასთან მიმართებაში და - ამდენად არა, არამედ - გაცილებით მცირე. ზღვა თუმცა უზარმაზარია, მაგრამ მაინც შემოსაზღვრულია, ღვთის კაცთმოყვარეობა კი უსაზღვრო.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine