სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილი, არც ემანაცია და არც სხეულია.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
სამყარო მუდმივად არ არსებობს, იგი დროში წარმოიქმნა;
სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს;
სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;
სამყარო აუცილებლობით არ შექმნილა, იგი საღვთო, თავისუფალი ნების ნაყოფია;
სამყარო შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
სამყარო რომ საღვთო არსიდან ემანაციით ყოფილიყო შობილი, იგი თავად იქნებოდა საღვთო ღირსების მქონე. სამყარო რომ ღმერთი იყოს, ჩვენც ღვთაებები ვიქნებოდით მასში და ღმერთიც აღარ გვეყოლებოდა - აღარ იქმნებოდა ჩვენზე აღმატებული არსება.
მაგრამ სამყაროს დასაბამი აქვს - ის დროშია შექმნილი, ჩვენს ზემოთ სუფევს უზენაესი, მარადიული, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, ძალი სახიერი, რომლისკენაც სიხარულით მიილტვის მორწმუნე ადამიანის სული. იგი მიეახლება მას და სიყვარულით მოუხმობს: „ვითარ განდიდდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა. იყავნ დიდებაი უფლისაი უკუნისამდე..." (ფს. 103, 24, 31).
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
სამყაროს შექმნით ღმერთს არაფერი დაჰკლებია და არც არაფერი შეჰმატებია.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვთო შეზღუდულობამდე მიგვიყვანდა, ანუ გამოიწვევდა ღმერთის, როგორც შემოუსაზღვრელი არსების შესახებ იდეის დამახინჯებასა და ორღმერთიანობის დაშვებას.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
სამყარო შეიქმნა არა რაღაც მუდამ არსებული მასალისგან, არამედ სრული არყოფნიდან შემოვიდა მყოფობაში.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
სამყაროში, თვით ღმერთის გარდა, არაფერია შეუქმნელი.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
სახიერი და ზეკეთილი ღმერთი არ დასჯერდა თავისი თავის ჭვრეტას, სიკეთის სიუხვებისა გამო ისურვა ისეთი რამის შექმნა, რაც სამომავლოდ მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის თანაზიარი გახდებოდა. ღმერთს არმყოფობიდან მყოფობაში შემოჰყავს და ქმნის ყოველივეს მოუკლებლივ: ხილულს, არხილულს და, ამავე ხილულისა და უხილავისაგან შედგენილ ადამიანს. ქმნის აზრობრივად, მის საქმედ ქცევას აღასრულებს სიტყვა და განასრულებს სული.
ღირსი იოანე დამასკელი
სხვადასხვაა ღვთაებრივი ბუნება და სამყარო. სამყაროც თავის მხრივ ღვთისგან განსხვავებული ბუნების მქონედ რჩება.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
Xareba.net - ის რედაქცია