xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » რჩეული
რჩეული
21-06-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

რჩეული

 

   თუ მდიდარი და წარჩინებული ხარ, ყოველივე ეს ღმერთმა იმიტომ მოგცა, რომ კეთილად ისარგებლო შენი მდგომარეობით და არა მხოლოდ აქ მცირე ხნით იყო რჩეული, არამედ მარადიულად, სერობასა შინა ღმრთისას, ხოლო თუ მდაბალი და ღარიბი ხარ, შენი ასეთი მდგომარეობა ღმრთისაგან მოწოდებად უნდა მიიღო, ჰმადლობდე უფალს და რჩეულთა შორის შენც მოხვდებით. გაიხსენე, რომ, როცა მდიდრებმა ღმრთისაგან მიწვევა უარყვეს, მან მონანი წარგზავნა და სახლში უცხონი, ღარიბნი და გლახაკნი შენოიყვანა. შენც ეცადე, რომ სიგლახაკითა და მოთმინებით გახდე რჩეული და შეხვიდე სახლსა უფლისასა.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულიად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მადლს შეიცნობდნენ; ამიტომ რჩეული, ანუ ცხონებული ის იქნება, ვინც თავს ცოდვებისაგან სინანულით განიწმენდს. ჭეშმარიტი მონანული კი ისაა, ვინც ღრმად შეიგნო თავისი ცოდვა, გულითა და სულით შეწუხდა და შეიძულა იგი. ჭეშმარიტ მონანულს ყოველთვის ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმეა კეთილი ქრისტიანული ცხოვრება და რა სიფრთხილე და მღვიძარება ჰმართებს კაცს, რომელსაც სასუფეველში შესვლა უნდა.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მაგრამ მხოლოდ მცირედნი მიდიან მასთან, ანუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ? ამასთან საკვირველი და შესაძრწუნებელია ის, რომ რჩეულნი, ანუ ისინი, ვინც ცხონდებიან, არა ურწრმუნო და ურჯულო კაცთა შორის, არამედ თვით მორწმუნე ქრისტიანებს შორისაც, მცირედნი არიან.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   რჩეული, ან ცხონებული კაცი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: 1) თუ მან შობიდან სიკვდილამდე თავი უბიწოდ დაიცვა, ისე, რომ ცოდვას არასოდეს დამონებია, მაგრამ საღმრთო წერილი ასეთებად მხოლოდ ორს - იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ახსენებს. მაცხოვარი ჩვენი უბიწო იყო და ცოდვა არ იცოდა, იმიტომ, რომ მასში კაცობრივი ბუნება ღმრთაებრივთან იყო შეერთებული, ხოლო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, თუმცა, ქვეშევრდომი იყო ცოდვისა, მაგრამ ღმრთისა განგებით, რამდენადაც იგი ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძის დედად ამოირჩია, ყოველი ცოდვისაგან დაცული იყო. ყველა სხვაზე, რომელიც ადამის მოდგმას ეკუთვნის, საღმრთო წერილი ამბობს: „აჰა ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფს. 50, 5).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine