თუ გსურს, უჭვრეტდე საიდუმლოს, მაშ, საქმით აღასრულე მცნებები საკუთარ თავში და მათ შესახებ შემეცნებას ნუ ეძიებ.
წმიდა ისააკ ასური
ისინი, რომელთაც ურჯულოდ სცოდეს, ურჯულოდვე წარწყმდებიან; ხოლო რომელთაც რჯულით სცოდეს, რჯულითვე განისჯებიან.
იმიტომ, რომ რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთის წინაშე, არამედ რჯულის აღმსრულებელნი გამართლდებიან.
რომაელთა მიმართ, თ. 1-2
რელიგია - ეს კავშირია, მაგრამ დინამიური კავშირი, რომელიც დაახლოებასა და შეერთებას გულისხმობს. შეერთება მხოლოდ მიმსგავსებულობით არის შესაძლებელი, ამიტომ რელიგია ადამიანის სამშვინველის ღვთაებასთან მიმსგავსებისა და იმასთან ბრძოლის გზას წარმოადგენს, რასაც სამშვინველი უცხო ყოფიერებასთან, ღვთის სახის დაკარგვასთან მიჰყავს, ანუ იმასთან, რასაც უმსგავსობა ჰქვია.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რელიგია - ეს კავშირია უსასრულოსი სასრულთან, მარადიულისა - დროში შექმნილთან, შემოქმედისა - მის ქმნილებასთან, ღმერთისა - ადამიანთან.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ; ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი.
სახარება მათესი, თ. 6-7
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, განაბრძნობს გულუბრყვილოებს.
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
ფსალმუნნი 17-19
სიტყვით გამოთქმული რწმენა კი არ გვაცხოვნებს, არამედ - რწმენასთან შერწყმული საქმეები.
იაკ. 1, 22; გალ. 5, 6
სწორ სარწმუნოებას უკეთური ცხოვრების შემთხვევაში არანაირი სარგებლობა არ მოაქვს.
წმიდა იოანე ოქროპირი
შესაბამისი ყურადღების გარეშე მუსიკასაც ვერ შეისწავლი, მით უფრო სულის უმოქმედობით ვერ ჩაწვდები საიდუმლო ხმას.
წმიდა იოანე ოქროპირი
ჩვენი არსებობის სიმტკიცე, ჩენი ცხოვრების ზღუდე, ჩვენი მოქალაქეობის თავდები სარწმუნოებაა და თუ ამ ზღუდეს შემოვიძარცვავთ, თუ ამ გალავანს დავარღვევთ და დავანგრევთ, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ დაუნდობელ-გაუკითხავი ქვეყნის ქარტეხილი ბუმბულსავით შეგვატრიალებს ჰაერში და გადაგვტყორცნის უფსკრულში.
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე
ხოლო ცხადია, რომ რჯულით არავინ გამართლდება ღმერთის წინაშე, ვინაიდან: მართალი იცოცხლებს რწმენით.
ხოლო რჯული რწმენისაგან როდია, არამედ კაცი, რომელიც აღასრულებს მას, იცოცხლებს მისით.
გალატელთა მიმართ, თ. 2-3
Xareba.net - ის რედაქცია