xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მშვიდობა
მშვიდობა
3-07-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია, და არა - ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა სორის სათნოებაი".

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ამ სათნოების შეძენას ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. თუ მშვიდობისმყოფელს ძე ღმრთისა ეწოდება, მაშინ შფოთისმყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა და ასეცაა, ეშმაკს უხარია, როცა ადამიანებს შორის ჩხუბს, შფოთს და შურს ხედავს (I, 529-530).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მშვიდობა ვნებებისგან გათავისუფლებაა, რომლის მიღწევაც სულიწმიდის მოქმედების გარეშე შეუძლებელია.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ნუ იტყვი: „მტერს საზღაურს მივუზღავ", რადგან ზეცაში გვყავს მართლმსაჯული.

   არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   რა არის იმისათვის საჭირო, რომ მშვიდობა სუფევდეს სულსა და სხეულში? ამისათვის საჭიროა ყველა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი და ყოველ წუთს მზად უნდა იყო სიკვდილისათვის.

 

წმიდა სილუანი

 

 

   მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისათვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთისმსახურება სუფევს, რომელშიც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედაა დამყარებული და ერის ზნეობას აშენებს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მშვიდობისმყოფელი ისაა, ვინც არა მარტო თვითონ ცხოვრობს ცხოვრობს მშვიდობით და მყუდროდ, არამედ წაჩხუბებულებსაც და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილოთაც არიგებს. მაცხოვარი მათ დიდსა და გამოუთქმელ ჯილდოს აღუთქვამს - ისინი ძედ ღმრთისად იწოდებიან. ეს იმიტომ, რომ ღმერთს მშვიდობა და მყუდროება უყვარს, საღმრთო წერილში იგი თავისთავს ღმერთს მშვიდობისას და მამას მოწყალებისას უწოდებს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს ის, ვინც მოიპოვა მშვიდობიანი გული, მხოლოდ ის, ვინც თავად იქნება მშვიდობიანი, შეძლებს სხვებსაც მოჰფინოს მშვიდობა, სწორედ ამიტომ ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს ყველანაირი საშუალებით შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. მაინც რა არღვევს გულის სიმშვიდეს? - ვნებები! და პირველ რიგში მრისხანება და მძვინვარება. მათ შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როდესაც სიმშვიდისა და სიმდაბლის არქონას ვინანიებდით.

 

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

 

 

   ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს ყოველგვარ მწუხარებას და ყოველგვარ ავადმყოფობას, იმიტომ, რომ ავადმყოფობაში ლოცულობს იგი და უჭვრეტს ღმერთს.

 

წმიდა სილუანი

 

 

   ძმაო ჩემო, თუ გსურს გულის სიმშვიდე, შედი მასში სიმდაბლის გზით, რადგან სხვა გზა სიმდაბლის გარდა არ არსებობს.

 

ნიკოდიმოს მთაწმინდელი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine