xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მოძღვარი
მოძღვარი
2-02-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

მოძღვარი

 

   არავის არ მოუყვე, თუ რა ელაპარაკე სულიერ მოძღვარს და მის გარდა არავის გაანდო შენი გულისთქმების შესახებ. ამ განდობით შვებას ვერ მიიღებ, სხვას კი შეიძლება ავნო: ცნობისმოყვარეობის გამო მოგისმენენ, ხოლო შემდეგ ცდუნდებიან და შენვე განგიკითხავენ. ბერები ამბობენ: სულიერი მოძღვრის სენაკი ორივესთვის სამარე უნდა იყოსო.

 

წმიდა გრიგოლ ათონელი

 

 

   ვინაიდან თავდაპირველად გამოუცდელი ვიყავი, აღსარებაზე მოსულ ბერებსა და ერისკაცებს მძიმე ეპიტიმიას (საკანონოს) ვუწესებდი და ეს გამოუცდელობით მომდიოდა. როცა მშიერი ვარ, მაშინ უკეთ მესმის ადამიანის სულის.

 

ბერი პორფირე

 

 

   ვისაც სწამს, რომ სულიერი მოძღვრის ხელმწიფებას ექვემდებარება მისი საუკუნო სიკვდილ-სიცოცხლე, ის არასდროს არ შეეწინააღმდეგება თავის სულიერ მამას. სწორედ უმეცრება ჰბადებს სიტყვის შებრუნების სურვილს ადამიანში, რაც მიზეზი შეიქნება ხოლმე საუკუნო სულიერი სიკვდილისა.

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

   ვისაც სხვისი ჭრილობების მკურნალობა სურს, თვითონ უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ავადმყოფობისაგან, რათა არ მიემართებოდეს მას სახარების სიტყვები: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (ლუკა 4, 23).

 

წმიდა კასიანე რომაელი

 

 

   მართალია ის, ვინც ამბობს, რომ დღეს აღარ არიან ნამდვილი მოძღვრები, მაგრამ მაინც არ ეგების ოდენ სახარებისა და მამათა სწავლათა კითხვის ამარად დარჩენა, აუცილებელია შეკითხვა! ბერმა პაისიმ ეს პრობლემა ასე გადაწყვიტა: ორი-სამი თანამზრახველი მოილაპარაკებს, შეკრავს კავშირს, ეკითხებიან ერთიმეორეს და ასე ატარებენ ცხოვრებას ურთიერთმორჩილებასა და ღვთის შიშით ლოცვაში.

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

 

   მოძღვრის დამოკიდებულება სულიერი შვილის მიმართ ყოველთვის უნდა იყოს სიყვარულის გამოვლინება. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ის ზნეობრივი ზემოქმედების მოხდენას სულიერ შვილზე.

 

ვალაამის მონატრის სქემ-იღუმენი იოანე

 

 

   მუდამ გახსოვდეთ - სადაც არ არის პატივისცემა მღვდლის წოდებისადმი, იქ არც რელიგიისადმია პატივისცემა. უზნეო ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, შეელახათ მღვდლის ღირსება ცილისწამებითა და ჭორებით. აი, ვის ვუწყობთ ხელს, როდესაც განვიკითხავთ და ცილს ვწამებთ ეკლესიის მსახურთ! და თანაც გვგონია, რომ სიმართლისთვის ვიბრძვით!

 

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

 

 

   მღვდლობის ძიება ცოდვაა, მონაზვნობისაკენ სწრაფვა კი საქებარია - წმიდა მამებიც ეძიებდნენ მონაზვნობას, ხოლო მღვდლობას თავს არიდებდნენ.

 

ბერი ბარნაბა იბერიელი

 

 

   ღვთის ძღვენი ისეთი არ არის, რომ იგი სამღვდელო სათნოებაზე იყოს დამოკიდებული.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ჩემთვის იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, რომ საათობით ვიჯდე სააღმსარებლოში და ადამიანი შევარიგო ღმერთთან.

 

ბერი ეპიფანე

 

 

   ძმებო, დავემორჩილოთ ჩვენს მოძღვრებს და მაშინ იქნება საერთო მშვიდობა; უფალიც სულიწმიდით იქნება ჩვენთან.

 

წმიდა სილუანი

 

 

   თუ ადამიანი ყველაფერს არ ეუბნება მოძღვარს, მისი გზა არასწორია და ვერ იხსნის თავს, ხოლო ვინც ყველაფერს ეუბნება, იგი პირდაპირ სასუფევლისკენ მიდის.

 

წმიდა სილუანი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine