xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მარადისობა
მარადისობა
23-01-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

მარადისობა

 

   ადამიანს მარადისობის შეგრძნების, ერთგვარად მისი გულისხმიერი ჭვრეტის უნარი აქვს მიცემული. ცოდვამ ადამიანს გულის თვალი დაუხუჭა. მან შეწყვიტა სულიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა, შეწყვიტა მისი რეალურობის შეგრძნება. ხორციელ ადამიანს სიკვდილის წარმოდგენა მხოლოდ გარკვეული სახეებით შეუძლია ისე, რომ მას, როგორც საიდუმლოს, ვერ შეიგრძნობს, შეუძლია იმსჯელოს მარადისობაზე, ვით მისთვის შორეულსა და უცნობზე.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   გაუფრთხილდი დროს. იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება ნეტარი მარადიულობა.

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   დაკარგულ ან ფუჭად ჩავლილ ერთ დღეს, ერთ საათს, ერთ წუთს შეუძლია მარადიულობაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს.

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   დრო ერთგანზომილებიანია, მარადისობა - მრავალგანზომილებიანი. ძნელია ამის გაგება. დავუშვათ, რომ ორგანზომილებიანმა სიბრტყემ მესამე განზომილება შეიძინა და მოცულობითი გახდა. მარადისობაც მიახლოებით ასეა: ის, რაც ერთგანზომილებიანი იყო, მრავალგანზომილებიანი ხდება და ადამიანი წარსულის დაუკარგავად აწმყოს აფართოებს. ამ აწმყოში მადლთან მიერთებით ყოფიერების ახალი მოცულობანი, აღქმის ახალი ტევადობა იხსნება. დრო - ეს გადასხვაფერებაა. გადასხვაფერება კი დანაკარგთანაა დაკავშირებული. მარადისობაში ახალი უდანაკარგოდაა. მარადისობა - ჭეშმარიტი მყოფობაა, დრო კი ეტაპია. დრო არ გადადის მარადისობაში, მარადისობა - დროში, დრო მარადისობის ფონზე გადის. ეს ჩამოყალიბების პერიოდია, მარადისობის მუცლადყოფნის პერიოდი.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   დრო ძვირფასია, მაგრამ რაოდენ ფუქსავატური დამოკიდებულება აქვთ მისდამი, როგორ ნაკლებად აფასებენ მას? – „როდესაც თქვენი ღვინო ილევა, მწუხარენი ხართ, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ხოლო როდესაც კარგავთ დროს - მხიარულდები!"

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო.

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   მარადისობა მუდამ და არასდროს არის, ანუ ყოველთვის იქნება და არასდროს დასრულდება.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   მარადისობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმარისობას შეავსებს და ადამიანის სულთან განუყოფლად, სამუდამოდ შეერთდება; აღდგომის შემდეგ კი ის წმინდანთა სხეულებს ფერს უცვლის და განასულიერებს. მეტიც, მარადიულ ცხოვრებაში წმიდანობა - ეს არ არის სტატიკა, არამედ ღვთაებრიობისადმი საუკუნო მიახლებაა, სულიერ საფეხურებზე მარადიული აღსვლაა, ღვთაებრივი ნათლით საუკუნო გაბრწყინებაა (ის, რასაც ასკეტიკის ენაზე განღმრთობა ეწოდება) მეტი ძალითა და ინტენსივობით. ამ ნათელში ადამიანი ფერს იცვის და სულ უფრო უნარიანი ხდება ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტისა. ამის გამო თვითონაც გაცილებით მშვენიერდება კრისტალივით, რომელშიც ამომავალი მზის სხივები ირეკლება და ციმციმებს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   უდიდეს ქმედებებს მუდამ მარადისობაზე ფიქრი წარმოშობდა: იგი შთააგონებდა მოწამეებს და მათ ყველაზე ულმობელი ტანჯვისადმიც კი უშიშარს ხდიდა; იგი ამწყვდევდა უდაბნოებში მოსაგრეებს და მიჰყავდა ისინი არაადამიანური თვითუარყოფის ღვაწლამდე; იგი აჩერებდა უკანონობის გზაზე მდგარ ფესვებგადგმულ ცოდვისაც და ძალას მატებდა მათ ვაჟკაცობით შერკინებოდნენ თავიანთ ვნებებს. მარადისობაზე განსჯას რა არ შეეძლო მოეწია ჩვენზე, დროდადრო რომ საკუთარი სულის ცხონებისადმი მოგვესმინა, შეგვძლებოდა მივნდობოდით მას ისე, როგორც საჭიროა?!

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   ჩვენი ცხოვრების ყველა მოვლენას უნდა შევხედოთ მარადისობის გადასახედიდან. მხოლოდ მაშინ შევძლებთ მათ ნამდვილ შეფასებას.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცაა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი.

   მარადისობაში არ არის ყოფიერების ის დანაკარგი, რასაც ფილოსოფოსნი დროის ასიმეტრიას უწოდებენ: იქ არ არის პერიოდები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან. მარადისობა არ არის უძრაობა, სტატიკა, არამედ მოძრაობაა, დინამიკაა, ოღონდ დროში მოძრაობისაგან განსხვავებული ხასიათის.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს; ასევე, ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: „ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38, 5). - არაუმეტეს, ვიდრე - ზღვაში წვეთი, როგორც მარცვალი სილაში (ზირ. 18, 8), ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე, - როგორც „არარაი" (ფს. 38, 5) და ამასთან, უმეტესწილად, ჩვენ, უგუნურნი, მათ ყოველგვარი საზრუნავით ვზღუდავთ და მარადიულობაზე თითქმის არც ვფიქრობთ, თითქოს იგი ჩვენთვის არც არსებობს.

 

სულიერი მარგალიტი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine