ამ თქვენს ყოველდღიურ ქმედებას - საზრდელისა და სასმელის მიღებას, ყველაზე მკაცრად მიაქციეთ ყურადღება, რადგან საზრდელისა და სასმელისაგან, მათი ხარისხისა და რაოდენობისაგან ძალიან დიდად არის დამოკიდებული თქვენი სულიერი, საზოგადოებრივი და საოჯახო მოღვაწეობა. „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა" (ლუკ. 21, 34). ჩაისა და ყავის უდროოდ და გადამეტებით მოხმარებაც ლოთობას განეკუთვნება.
წმიდა იოანე კრონშტანდტელი
აწ მოვექცეთ თითოეულად მარხვის რიგებს და წესიერება მისი გამოვაცხადოთ, რამეთუ გვამსა აქვს ხუთი საცნობელნი და ამათ შორის ჯაჭვი თვისებისა. ურთიერთისადმი გადაბმულ არიან და რა იგი ერთსა შინა დაირღვევის ოთხთა სხვათაცა ავანებს, და უკეთუ ერთი განმტკიცდა ძლიერებითა მარხვისათა, მაშინ ბუნებისა იგი ზიარება ერთ არსებითი განამტკიცებს ადრე თუ გვიან სხვებსაც.
წმიდა ალექსი ბერი
ბიწიან იქმნება მარხვა, მმარხველმან რომ მჭამელი განიკითხოს, ვითარცა ფარისეველი იმარხვიდა. თვითვე იტყვის: „ვიმახავ ორგზის შაბათსა შინა"; მაგრამ მეზვერეს რომ აყვედრა, და უთხრა: „არა ვარ მტაცებელი და მემრუშე, ვითარცა ესე მეზვერე" - ამისთვის მისი მარხვა ბიწიან იქმნა, და წარწყმდა. ფარისეველს არავინ დაემსგავსო, მმარხველმან მჭამელი არ განიკითხო, თორემ ფარისეველებრ დაისჯები. დიდს მოძღუარს პავლეს უსმინე: „არამჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავ".
წმიდა ანტონ ჭყონდიდელი
გემოთმოყვარე შრომობს და დარდობს იმაზე, როგორ ამოივსოს მუცელი საჭმლით; ხოლო როდესაც შეჭამს, იტანჯება საჭმლის მონელების დროს; თავშეკავებას კი თან ახლავს ჯანმრთელობა და სიფხიზლე.
წმიდა ეფრემ ასური
დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად - კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას დაქვემდებარებულ ადამიანთათვის!..
წმიდა იოანე ოქროპირი
დასძლიე მუცელი, ვიდრე იგი დაგძლევს შენ.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
ეშმაკთა უფროსი დაცემული მთიებია, ხოლო ვნებათა მთავარი - გემოთმოყვარება.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში.
წმიდა ბასილი დიდი
ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხებს, უსარგებლოა მისი მარხვა.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
ვისაც არ შეუძლია, თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკაოს ჭამისა და სმისგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას.
წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე
ვშიშობ, რომ ის, ვინც შეგნებულად თავს არიდებს მარხვას, ბუნებრივია, მხედველობაში მყავს ჯანმრთელი ადამიანები, - სერიოზულად არ ზრუნავს თავის გადარჩენაზე.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
მარხვა ზოგადი სახელია და ბუნების საზღვარია, ესე იგი, ბუნების საზღვრების წეს-რიგის დამცველია, რათა არა გარდახდენ განწესებითა, ვითარცა წერილ არს: „საზღვარი დასდევ, რათა არა გარდახდენ".
წმიდა ალექსი ბერი
მარხვა იმდენად ფასეულია, რომ თუ ეკლესია მას არ დააწესებდა, დღეს დადგებოდა მისი შემოღების აუცილებლობა. საერთოდ, არ შეიძლება შეცვლა ან მით უმეტეს, გაუქმება ეკლესიის მიერ საუკუნეთა განმავლობაში დადგენილი ამ წესისა, რომელსაც იცავდა ამდენი წმიდანი.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
მარხვა სასარგებლო და მადლმოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ იგი გულში მწუხარებას, გლოვას, თავმდაბლობას გვაგრძნობინებს ჩადენილი ცოდვების გამო.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
მარხვა ცოდვათა ძილისაგან გამოღვიძების ჟამია.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
მარხვა ხორცისა - საზრდოა სულისა.
წმიდა იოანე ოქროპირი
მარხვის შემდეგ პური ტკბილია, მღვიძარების შემდეგ ძილი ტკბილია, თუ დაღლილი ხარ, მაგრამ ქვაზე უფრო კარგად დაისვენებ, ვიდრე სავარძელში.
ბერი პაისი
მსუქანი მუცელი ვერ დაბადებს ფაქიზ აზრს.
წმიდა იოანე ოქროპირი
ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეუძლია.
წმ. ეპ. გაბრიელ ქიქოძე
პირველდაწყებითი მცნება, რომელიც უფალმა ადამიანს მისცა, იყო მცნება მარხვის შესახებ.
შესაქმ. 2, 17
რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შემატებ სულს.
წმიდა ბასილი დიდი
როცა მარხვისაგან ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავის შემოქმედისადმი მიილტვის.
წმ. ეპ. გაბრიელ ქიქოძე
საყვარელო, ენით იმარხე, ვითარცა დავით წინასწარმეტყველი გიბრძანებს: „დააცხურე ენა შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუასა".
წმიდა ანტონ ჭყონდიდელი
შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე.
წმიდა იოანე ოქროპირი
ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება.
წმიდა ნილოს სინელი
ჭამისა და სმისაგან მრავალი სნეულებაა, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან - არცერთი.
წმ. ეპ. გაბრიელ ქიქოძე
Xareba.net - ის რედაქცია