xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მადლი (წყალობა)
მადლი (წყალობა)
20-01-2019, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ადამიანი მადლის მიღებამდე ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მის სულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ეწვევა მას მადლი და იმყოფება მასში, ხედავს ყველაფერს სხვანაირად, შემდეგ კი როცა ისევ ჰკარგავს მადლს, მაშინ გაიგებს მხოლოდ რა დიდ საფრთხეში იმყოფება.

 

წმიდა სილუანი

 

 

   ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა. ღმერთს მის წმინდა ნებას სთხოვს. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატება. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდენად ემატება განსაცდელებიც.

 

იოსებ ათონელი

 

 

   თუმცა სულიწმიდა, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმიდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში სუნთქვა. ადამიანი სუნთქვის გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც მადლის გარეშე ქრისტიანი არაა (რომ. 8, 9), სულით მკვდარია.

 

ეფ. 2, 1

 

 

   მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ. მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 10-11

 

 

   მადლიერება - ეს არის გრძნობა, რომელიც სიკეთისა და შეწევნის მოქმედში, უპირველეს ყოვლისა, უანგარობას უნდა ხედავდეს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   მადლი - ეს ღვთაებრივი ძალაა, რომელიც ღმერთის არსებიდან სამარადისოდ გადმოდინდება და ადამიანს ღვთაებრივი ნათლის ზიარად და ახალ ქმნილებად ხდის. როგორც უკვე ითქვა, მადლი ადამიანთან იმ გზით ბრუნდება, რომლითაც ის წავიდა. სხვა სიტყვებით, ადამიანი იმ ცოდვას უნდა ებრძოლოს, რომლის გამოც მადლი დაკარგა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   მადლით განწმენდის გარეშე ცხონება შეუძლებელია. ისინი, ვინც მხოლოდ კეთილი საქმეების მეშვეობით ცხონებაზე ლაპარაკობენ, ამით ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამენ ამ საქმეებსა და ღვთის ნიჭებს შორის, ეს მაშინ, როცა კეთილი საქმეები მხოლოდ პირობებია სიყვარულის გრძნობის გასავითარებლად, რამდენადაც ღვთისადმი სიყვარული და სიყვარული ადამიანთა მიმართ ერთმანეთისაგან განუყოფელია.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ მის წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე და მიწის გარეშე წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ასევე მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, არც ადამიანის ნება - მადლის თანამონაწილეობის გარეშე.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   მოვიდა კეთილდღეობა - მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება - მადლობდე უფალს და იგი დასრულდება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   როგორც ის წყარო, რომელიც განუწყვეტლივ გამოადინებს სუფთა ნაკადულებს და უხვ დინებებს, არასდროს უკრძალავს მსურველს, დატკბეს წმიდა წყლის ძღენით, ასევე ღვთაებრივი მადლიც ღიაა ყველასთვის, რათა ყველა დატკბეს ისე - ვისაც რამდენად სურს.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც - ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   საღმრთო მადლის სულში შემოსვლის ნიშანია ლოცვაზე ღვთისმოშიშებით დგომა, შიშითა და კრძალვით ლოცვა და მისდამი უდიდესი გულისყურის გამოჩენა.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

   სულიწმინდის მადლი ერთია და უცვლელი, მაგრამ თითოეულში მოქმედებს თავისებურად, როგორც მას უნდა.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   უმთავრესი სულიერი მადლია ჩვენს მიერ ეკლესიაში მიღებული: რწმენა, ლოცვა, აღსარება, ზიარება. აგრეთვე - მარხვა და მოწყალება გაღებული მოყვასისათვის.

 

წმიდა ღირსი მამა იოანე კრონშტანდტელი

 

 

   უნდა ვმადლობდეთ უფალს, როცა სიკეთეს გვანიჭებს, და არ დავკარგოთ მოთმინება, როცა ამას არ აკეთებს, ან უხვ წყალობას არ გვანიჭებს, ან როცა ამით არ გვანებივრებს.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   უპირველეს ყოვლისა, ის (მადლი) ღვთიური კრძალვით აღვიძებს სინდისს, რის გამოც ბოროტების მოქმედებმა შეინანეს და ღმერთს სათნოეყვნენ.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   უფალმა ადამს შთაბერა სული ცხოვრებისა. ადამი შექმნის მომენტიდანვე იყო ღვთაებრივი მადლის, ამ ღვთაების სუნთქვის ზიარი.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ღმერთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა.

 

წმიდა კირილე ალექსანდრიელი

 

 

   შეხედე გონებით, რა ხდება სულში. თუ მადლია მასში მცირე მაინც, მაშინ იქ მშვიდობაა და იგრძნობა სიყვარული ყველას მიმართ; თუ მადლი დიდია, სულში ნათელი და სიხარულია უდიდესი, ხოლო თუ უფრო დიდია, სხეულიც გრძნობს სულიწმიდის მადლს.

 

წმიდა სილუანი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine