xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ზიარება
ზიარება
11-01-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ადამიანს ზიარების მიღების წინ, წესით, შიში, კრძალულობა და სინანული უნდა ჰქონდეს, ზიარების შემდეგ კი სიხარული და სიმშვიდე უნდა იგრძნოს, მაგრამ იმასაც უნდა განიცდიდეს, რომ მოუმზადებელია საიდუმლოსათვის.

 

ბერი იერონიმე

 

 

   არ შეიძლება, პირველად მოსული დაკავებულ იქნეს ზიარებიდან.

   მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული ადამიანი, მიუხედავად მის მიერ აღიარებული თუნდაც მძიმე ცოდვებისა, აუცილებლად უნდა აზიაროს.

 

მამა გაბრიელი

 

 

   ვინც ეზიარა, იღებს ძალას, ნათლდება, ხედავს ახალ ჰორიზონტებს, და განიცდის სიხარულის მოზღვავებას. თითოეული განსხვავებულად, სულიერი ტემპერამენტისა და განწყობილების შესაბამისად. ზოგი გრძნობს სიხარულს და მოსვენებას, ზოგი - მშვიდობას, ზოგი - ერთგულების რწმენას, და ზოგი - უსაზღვრო თანაგრძნობას ყოველივესადმი. პირადად, ბევრჯერ ვყოფილვარ დაცლილ-დაქანცული, მაგრამ უფალთან ზიარების შემდეგ, დაღლილობა მთლიანად მომხსნია.

 

ბერი ამფილოქე

 

 

   ზიარებას ღირსეულად არა მხოლოდ წმინდანები იღებენ. წმიდა საიდუმლოთა მისაღებად რწმენაში არასრულყოფილებაც ვერ იქნება დაბრკოლება, რადგან ექიმი სნეულებს სჭირდებათ და არა ჯანმრთელებს. ქრისტე მოვიდა როგორც მართალთა, ისე ცოდვილთა გადასარჩენათ. ზიარება - ეს ჩვენი რწმენის განმტკიცებისა და სრულყოფის წყაროა; როგორ შეიძლება, ჯერ რწმენასა და ცხოვრებაში სრულყოფილება მოითხოვო და უკვე შემდგომ ჩათვალო დასაშვებად წმიდა საიდუმლოთა ზიარება?!

 

ოპტინელი ბერი (სტარეცი)

 

 

   ზიარება ცხოვრების წყარო მხოლოდ იმათთვისაა, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის იგი დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა, ამიტომ უსარგებლოა, თუ მმარხველს ჭეშმარიტი სათნოებებით არ შემოსავს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მართალია, ჩვენს გრძნობებს ეჩვენება, რომ ზიარების წმიდა ნაწილნი - ჩვეულებრივი პური და ღვინოა, მაგრამ თვით უფლის საღმრთო მოწმობით, ეს მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია.

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი

 

 

   ზოგი ურწმუნოებისა და უწმინდურობის გამო არ იღებს ზიარებას, სხვები - უმეცრების, გულგრილობის, მცირედმორწმუნეობის და უფლის ჭეშმარიტი და წმინდად სიყვარულის უქონლობის გამო, ერთი-ორჯერ თუ ეზიარება წელიწადში და ისიც ინერციით, - შიშის, სიყვარულისა და რწმენის გარეშე. მეტად სამწუხარო და სავალალოა ის გარემოება, როცა სულიერი მამა ეკლესიის აღსავლის კარიბჭიდან ზიარებაზე უხმობს ადამიანებს და არავის სურს ეზიაროს.

 

ბერი ფილოთეოსი

 

 

   სქემის კურთხევისა შემდგომად, უკეთუ სხუაი არა რაი ბრალი შეემთხუა, მარადის ეზიარებოდიან; უკეთუ კულაი შერამე ემთხვიოს ცოდუაი, კუალად კანონი უზიარებოობისა დაიმარხოს, ვითარცა შეჰგავეს ცოდუას.

 

წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი

 

 

   ღვთაებრივი ზიარება ჯილდო არ არის - იგი წამალია.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმენდისათვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასოდეს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმიდა საიდუმლოებებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი ვხდებით.

 

წმიდა კასიანე რომაელი

 

 

   წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორსცა და სისხლს. ვინაიდან, ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა სახიერებითა თვისითა ინება, რომ ჩვენ ცოდვილთ მივიღოთ ის ღვინისა და პურის სახით.

 

ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე

 

 

   Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine