xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » ეკლესია
ეკლესია
9-01-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

ეკლესია

 

   ამქვეყნიურ, ხილულ ეკლესიასა და ზეციურ, უხილავ ეკლესიას შორის განუწყვეტელი ლოცვითი კავშირია. ამიტომაა, საეკლესიო კალენდარში წელიწადის ყოველი დღე რომელიმე ერთ ან, უფრო ხშირად, რამდენიმე წმიდანის ხსენებას რომ ეძღვნება. და ყოველდღე ვისმენთ ეკლესიაში ამ დღის წმიდანის ან წმიდანების საგალობლებს. საგალობლების შინაარსი გვამცნობს მარტვილისა ან რომელიმე ღირსი მამის მოღვაწეობას და თხოვნით მიმართავს მას, ევედროს ღმერთს ჩვენთვის.

 

არქიეპისკოპოსი პავლე

 

 

   და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისთვის.

   ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.

 

სახარება მარკოზისა, თ. 2-3

 

 

   დაურღვეველია ძალი ქრისტეს ეკლესიისა! მის წინააღმდეგ აბჯარს ისხამდნენ ხილული და უხილავი მტრები; ხმალს ჭედდნენ და ისარს უშენდნენ ძლიერნი და ბრძენნი ამა სოფლისანი. მაგრამ ეკლესია უძველესი რჩებოდა. მან, წამებულმა ჭეშმარიტებისთვის, იესუ ქრისტეს ვნებებით კურთხეულმა, შეინარჩუნა ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა საგანძური, გამოჰფინა რა მხედრობა კეთილთა მოღვაწეთა. ისინი, ცხოვრობდნენ რა ღვთის მცნებებით, იყვნენ რა მისი სახელის აღმსარებელნი წინაშე კაცთა, იბრძოდნენ მისთვის ვიდრე სიკვდილამდე.

 

დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი

 

 

   ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოვებს, კაცს კაცს შეაყვარებს. ეკლესიაში ყველანი ერთნი ვართ, ყველასათვის ერთი წირვა-ლოცვა სრულდება, ერთი ემბაზისაგან ვიღებთ ნათელს, ერთი ბარძიმისაგან ვიღებთ წმინდა ზიარებას. ყოველივე ამის სანაცვლოდ ჩვენც ერთგული და მორჩილი უნდა ვიყოთ მისი (I, 498-490).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს, ხელმოკიდებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკენ, რაც იგივე განღმრთოებაა. ზუსტად ეს მიზანი აქვს მარხვასაც, რაც თავად არ არის სამოთხის „საშვი", მაგრამ მისი მოპოვების საშუალებას გვაძლევს.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიცია, რომლითაც ამაყობდა და დღესაც ამაყობს ქართველი კაცი.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადამიანისაგან განაშორებს, ეკლესია კი, პირიქით, შეაერთებს. მაგრამ ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს სარგებლობა, განათლება და ცხონება, რომელნიც მის ხმას ისმენდნენ (I, 475-476).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე, თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების - ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო და მას ღმერთის რისხვა ეწევა!

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   თუ საქართველოს ისტორიასა და ქართულ კულტურას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, თუ რა დიდი როლი აქვს შესრულებული ჩვენი ერის ცხოვრებაში ეკლესიას.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.

 

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   მართლმადიდებლობის დამახასიათებელი ნიშნებია - ასკეტური ცხოვრება და სიყვარულით თანაზიარება.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   რაც სულია სხეულისათვის, ეკლესია ისაა ერისათვის. როცა სული სხეულს შორდება, სხეული კვდება. ასევევა ერიც ეკლესიის გარეშე.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   როგორც კი ზარს ჩამოკრავენ, ნუ დაიზარებ და მაშინვე ეკლესიას მიაშურე. ნუ მიატოვებ წირვა-ლოცვას მის დამთავრებამდე, რათა ეს დაბრკოლებად და ეშმაკის საფრთხედ არ იქცეს შენთვის.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ქრისტიანთა ერთობა იმიტომ იწოდება ეკლესიად, რომ იგი ყველა მორწმუნეს შეჰკრებს და შეაკავშირებს.

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი

 

 

   ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტესმიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.

 

წმიდა კიპრიანე კართაგენელი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine