„მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაგან.
. . . მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს" (ნაწილნი კანონებრივთა განწესებათანი. ნაწილი იბ(12). მწვალებელთათვის და ჰურიათა და ელლენთა [1, გვ. 197])".
* * *
თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს (წმიდა მოციქულთა 45-ე კანონი [3, გვ. 168]).
* * *
თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი, ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევა სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს (წმიდა მოციქულთა 65-ე კანონი [3, გვ. 170]).