xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » გონება
გონება
29-07-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ - არს, ეს მას არ ესმის.

 

წმიდა გრიგოლ ნოსელი

 

 

   ამაღლებულ ღვაწლთა შორის კაცობრივი გონება ოდენ ხატს ჭვრეტს ჭეშმარიტებისას, ისე, როგორც უძლური მზერა ხედავს მზის ანარეკლს წყლის ზედაპირზე.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   არასოდეს არ უნდა დაიწყო არცერთი საქმე, თუ უფლის მიმართ ლოცვასთან შეერთებული გონიერებით არ განსჯი მას.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ.

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

   გონება არის ძალზე მშვენიერი რამ, და მასში ჩვენი სწორედ ის ძევს, რაც შემოქმედი ღმერთის ხატად და მსგავსებად შეგვქმნის.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   გონება სულის მკვებავია და ყველა სიკეთე და სიავე, რასაც ის ხედავს და ისმენს, გულში ჩაედინება, გული კი ცენტრია ადამიანის სულიერი და ხორციელი ძალებისა.

 

ბერი იოსები

 

 

   გონება ყოვლისშემძლეა. მხურვალე გონებას შეუძლია ღმერთს ერთ საათში მეტი სათნოება შესძინოს, ხოლო დამძიმებულმა გონებამ ორმოცდაათ წელიწადს შრომითაც კი ვერა.

 

ღირსი ზოსიმე პალესტინელი

 

 

   გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   გონიერების გარეშე ღვთისთვის ისიც კი არ არის სათნო, რაც სიკეთედ გვეჩვენება.

 

წმიდა პეტრე დამასკელი

 

 

   შეუძლებელია გონების დადუმება სხეულის გარეშე, არც მათ შორის შუაკედელის დანგრევა დუმილისა და ლოცვის გარეშე.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელწმიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 17-18

 

 

   გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმიდება და თავისუფლდება ცოდვებისაგან, ჭეშმარიტად გონიერი იგია, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   ნეტარი საქმეა, ყველაფერი გონივრულად აღასრულო.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   მაშ ასე, როცა შენ გონებას აწვდი რაიმე კარგს, იმას რაც მოსწონს, მას ძალა ემატება, ისევე, როგორც სხეულს - კარგი საკვებისგან, რომელსაც იღებს. მაგრამ როცა აძლევ მხოლოდ იმას, რაც შენთვის ხელმისაწვდომია, მაშინ ნაცვლად განათლებისა, იგი ბნელდება; ასევე, როცა ის იღლება, დასვენებას ითხოვს.

 

იოსებ ათონელი

 

 

   როცა გონება ხორციელი საზრუნავისაგან თავისუფლდება, ამის შესაბამისად მტრის ვერაგობას ხედავს.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   როცა შენსა და ქრისტეს შორის სხვა პიროვნება ჩადგება, ვინც გინდა იყოს ის, გააგდე იმ წუთს, ის ატყვევებს შენს გონებას, არ უშვებს ღმერთთან.

 

ბერი იერონიმე

 

 

   ყოველგვარ წამოწყებას გონიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც სიკეთედ გვეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ არ კეთდება თავის დროზე ანდა - ზომიერების დაცვით.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყმანი იყავით, მაგრამ სრულწლოვანნი იყავით გონებით.

 

პირველი კორინთელთა მიმართ, თ. 14

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine