xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ნათლისღების საიდუმლოსა და უნათლავი ჩვილების შესახებ (ნაწილი 2)
ნათლისღების საიდუმლოსა და უნათლავი ჩვილების შესახებ (ნაწილი 2)
7-12-2018, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

ნათლისღების საიდუმლოსა და უნათლავი ჩვილების შესახებ (ნაწილი 2)

 

   ცხადია, არავის მოუვა აზრად, რომ სრულიად უცოდველთ მსჯავრი დაედოთ და პასუხი მოეთხოვოთ, ფიქრობს მამა ლაზარე. იგი წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ უნათლავად მოწყვეტილი ჩვილები არ იქნებიან ტანჯვაში, ვინაიდან მათ არანაირი ცოდვა (სიტყვით თუ საქმით ჩადენილი) არ გააჩნიათ. რომც ჩაედინათ, ეს იქნებოდა გაუცნობიერებელი ცოდვა და არ მოეთხოვებოდათ პასუხი. „ჩვენ ასევე ვეთანხმებით ჩვენს ოპონენტებს, რომ ერთადერთი, რაც მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს არის პირველქმნილი ცოდვა! მაგრამ არა მოუნათლავობა, რაზეც მუდმივად აპელირებენ ოპონენტები, არამედ სწორედ პირველქმნილი ცოდვაა ის მიზეზთა მიზეზი აღნიშნული საკითხისა, რაც იწვევს მათ ბრალეულობას". მამა ლაზარეს აზრით, ოპონენტებს შეგნებულად თუ შეუგნებლად უკანა პლანზე გადააქვთ პირველქმნილი ცოდვის სიმძიმე და სიღრმე და ეს არის სწორედ უკანონობა.

   „„ადამის ცოდვა" თქვენთვის „საჯარიმო ქვითრის" მსგავსია, რომლისთვისაც უნდა გადაიხადო საფასური, ამის შემდეგ შეგიშვებენ „ნეტარების ბაღში". თითქოს ადამის ცოდვა რაღაც გარეგნული, ზედაპირული ცნება იყოს, რომელიც საერთოდ არ ეხება ბავშვის არც გულს, არც გონებას, არც ნებას. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ბავშვის ნებას, ვიდრე მისი ცნობიერება დაუმახინჯებელია, „უთუოდ სურს ნათლისღება", ვინაიდან მისი ნება დაუზიანებელია. მაგრამ თუკი ჩვილის არც ნება, არც ცნობიერება არ არის დაზიანებული და ცოდვასთან შეუხებლობამდე მიილტვის ღვთისაკენ, მაშინ რაში მდგომარეობს ადამის ცოდვა?... თქვენი ლოგიკით, ბავშვები წმინდანებად და სრულიად უდანაშაულოებად იბადებიან, მაგრამ როგორც კი ეხებიან საცდურებს, ნელ-ნელა ცოდვისკენ იხრებიან. გამოდის, რომ სწორედ მაშინ სჩადის ბავშვი ადამის ცოდვას? ვერ ვიაზრებთ რა პირველქმნილი ცოდვის სრულ სიმძიმეს, ვერანაირად ვერ ვხვდებით, როგორ შეიძლება ასეთმა „მცირე" დანაშაულმა ჩვილი მოაკლოს სასუფეველს. მაგრამ ნუთუ ასეთი „უმნიშვნელოა" ადამის ცოდვა?..."

   ამ გამაოგნებელი ანალიზის შემდეგ მამა ლაზარე სვამს კითხვას: მაშ როგორ იკურნება ეს სნეულება?

   „პირველქმნილი ცოდვა ჩვენი ბუნების უმძიმესი სენია, რასაც მოჰყვა ხრწნა და სიკვდილი. ე.ი. ღმერთთან ურთიერთობის აღდგენისთვის ძლიერი სამკურნალო საშუალებაა საჭირო. სამკურნალო საშუალება კი მხოლოდ ეკლესიაში არსებობს. ვინც საკუთარი თუ მშობლის მიზეზის გამო არ მიმართა მას (ეკლესიას, ნათლისღებას), ის უცილობლად იწვნევს მომაკვდინებელი სნეულების მძიმე შედეგებს.

   ამრიგად, „ჩვილი არა „მოუნათლაობისთვის" „ისჯება", არამედ მხოლოდ ცოდვით დასნეულების გამო აკლდება ღვთის სასუფეველს, რომელშიც ვერ აღწევს ვერავინ განუწმენდელი. პირველქმნილი ცოდვა უფლის მიერ ჯვარზე უდანაშაულოს სისხლის დანთხევით იქნა გამოსყიდული, მაგრამ გამოხსნის თანაზიარნი არ ვხდებით მექანიკურად, არამედ მხოლოდ სარწმუნოებით - ვკვდებით ქრისტესთან ერთად და მასში ვიბადებით სულიერად. ეს სიკვდილი სწორედ ნათლისღების საიდუმლოში, სწორედ ეკლესიის წიაღში აღესრულება. ნათლისღებით ეპატიება ადამიანს როგორც პირველქმნილი, ისე პირადი ცოდვაც".

   ნაშრომის მომდევნო თავებში მამა ლაზარე გვთავაზობს მოკლე ამონარიდებს, სადაც წმინდა მამები მოკრძალებით საუბრობენ მოუნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრზე. მანამდე უნათლავის სულიერი მდგომარეობაა აღწერილი.

   წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: „მოუნათლავი ადამიანი ცოდვის შხამს სრული სიმძიმითა და შედეგებით საკუთარ თავში ატარებს. ის ღვთისაგან მიტოვებულ მდგომარეობაშია, დაზიანებული აქვს შინაგანი სამყარო და ბუნებით არის რისხვის შვილი."

   წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი უნათლავ ჩვილებზე ამბობს: „არ იქნებიან განდიდებულნი", „ვით აღუბეჭდელნი", და არც „დაიტანჯებიან", ვით (პირადი) „ცოდვის არმქონენი"; წმ. გრიგოლ აგრაკინტიელი: „გადადიან არაყოფიერებაში" („Переходят в небытие"), „არ დაისჯებიან იმის გამო, რომ შესცოდეს", „განთავისუფლდებიან მარადიული სატანჯველისაგან"; წმ. ანსსტასი სინელი: „არ შევლენ გეენიაში". ნეტარი ავგუსტინე: „მსუბუქად დაიტანჯებიან" („Будут мучими, но легко"); არქიმანდრიტი ალიპი და ისაია: „ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს" („Не смогут войти в Царстве Божие"), (დაცემული ბუნების გამო), „მაგრამ იქნებიან განთავისუფლებული მარადიული სატანჯველისაგან" (ვით პირადი ცოდვის არმქონენი); დეკანოზი ნ. მალინოვსკი: „(ნათლისღებით) განათლებულთა ნეტარების თანაზიარნი ვერ გახდებიან", ვინაიდან „ზეციურ სასუფეველს ვერაფერი განუწმენდელი ვერ დაიმკვიდრებს", ხოლო „უწმინდურობა უნათლავ ჩვილებზეც რჩება". სრული სიცხადით ეს სწავლება აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეში გამოვლინდა: „ისინი, ვინც მეორედ არ იშვა და არ მიიღო შენდობა ცოდვათა, უპირობოდ ექვემდებარებიან მარადიულ სატანჯველს ამ ცოდვის გამო და ვერ ცხონდებიან". „ასევე ჩვილებსაც მართებთ ნათლისღება" (16. წევრი). არც ერთი წმინდა მამა თუ მასწავლებელი არ ამბობს, რომ ჩვილები დაიმკვიდრებენ სასუფეველს, არამედ მხოლოდ დასძენენ, რომ არ დაიტანჯებიან. ეს იმის გამო, რომ პირდაპირ უმძიმდათ ამის თქმა: „წავლენ ჯოჯოხეთში" - და მრავალი ამ სიტყვის მსმენელი შეძრწუნდებოდა. ამიტომ ეკლესია წმ. მამების ბაგით რბილად საუბრობს, ერიდება მკვეთრ გამოთქმებს ჩვენი გრძნობებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების გამო და ამგვარად ამბობენ: „არ განდიდდებიან", მაგრამ „არც დაიტანჯებიან", „არ იქნებიან გეენიაში" და მისთ...(გაგრძელება...)

  

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine