xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ნათლისღების საიდუმლოსა და უნათლავი ჩვილების შესახებ (ნაწილი 1)
ნათლისღების საიდუმლოსა და უნათლავი ჩვილების შესახებ (ნაწილი 1)
6-12-2018, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   წლების წინ უნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრის შესახებ მძაფრი პოლემიკა გაიმართა. მასში მრავალი სასულიერო პირი თუ ერისკაცი მონაწილეობდა. არაერთი მღვდელმსახური უნათლავი ჩვილების ცხონების გარდაუვალობასთან ერთად იმ წარმართთა ცხონების შესაძლებლობაზეც ალაპარაკდა, რომლებიც „სხვისი ნებით მოაკლდნენ ნათლისღებას, თურმე ცხონება „სინდისის კანონისამებრ" არის შესაძლებელი. გამოითქვა მრავალი სხვა, უცნაური მოსაზრება. ცხადია, ყველა ერთნაირად ვერ იფიქრებდა, მაგრამ არქიმანდრიტმა ლაზარემ (აბაშიძე) სწორედ უნათლავ ჩვილთა ცხონებაზე მსჯელობისას მრავალი საფრთხისშემცველი შეხედულებების განვითარების შესაძლებლობა დაინახა. ამიტომ გამოხატა მან შეშფოთება ნაშრომში „ნათლისღების საიდუმლოსა და უნათლავი ჩვილების შესახებ" („О таинстве Пакирождения и о некрещенных младенцах").

   არქიმანდრიტმა იმთავითვე აღნიშნა, რომ „მხოლოდ უნათლავ ჩვილთა ცხონების" საკითხი არ დგას დღის წესრიგში. მასთან ერთად აქტუალიზებულია „უდანაშაულო წარმართთა ცხონების", „გეენიის ცეცხლში ნათლისღების" და სხვა, მეტად უცნაურ შეხედულებათა გათავისების თემა. პარალელურად და უეცრად წამოიჭრა ისეთი საკითხიც, როგორიცაა ეკუმენიზმის სწავლება „სხვადასხვა ეკლესიათა მადლმოსილების" შესახებ. ეს სწავლება „ერთიან ეკლესიად" წარმოაჩენს ერეტიკულ კონფესიათა ნაირსახეობებს, რომლებიც თურმე „გაუგებრობისა" და „სიყვარულის ნაკლებობის" გამო გამოეყვნენ დედაეკლესიას...

   შედეგად იქმნება ერთობ მიუღებელი ეკლესიოლოგია, რომლის თანახმადაც „ეკლესია" ხან აქ, ხან იქ ჩნდება; ხან გაქრება, ხან კვლავ უეცრად გამოჩნდება რომელიმე თვითმარქვია „პირველიერარქის" ძალისხმევით. ყველა ამ საკითხს შორის მამა ლაზარე გარკვეულ კავშირს ხედავდა და ამას არგუმენტირებულად ამტკიცებდა:

   პირველი: „ერეტიკოსები, სქიზმატები, უნათლავები, წარმართები, სხვაგვარადმადიდებლები, თვითმკვლელები, უნათლავი ჩვილები, მკვდრადშობილები - უდავოდ ეკლესიის მიღმა იმყოფებიან. ეკლესია არ ლოცულობს მათთვის, მათ საიქიო ხვედრს ღვთის სამსჯავროსა და კაცთმოყვარებას მიანდობს.

   მოუნათლავ და მკვდრადშობილ ჩვილებს არ უგებენ წესს მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-განგების შესაბამისად". ეს მოსაზრება მამა ლაზარემ წმ. თეოფანე დაყუდებულის სწავლებაზე დაყრდნობით დაასაბუთა.

   მეორე: „ყველა ჩვენგანი ნათესაური თუ მეგობრული კავშირებით ვაწყდებით ამ სატკივარს (უნათლავად მოწყვეტილ ჩვილთა ეკლესიის საზღვრებს მიღმა აღსრულებას). ჩვენთვის მძიმეა მათზე ფიქრი, ბევრი ვერაფრით ძალგვიძს მათი დახმარება. ჩნდება სურვილი, რომ ყოველივე ეს არ იყოს ასე მკაცრად, როგორც მართლმადიდებლური სწავლებიდან ჟღერს".

   მესამე: „მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია საკმაოდ მკაფიოდ საუბრობს უნათლავ ადამიანთა საიქიო ხვედრის შესახებ, ის (ეკლესია) უფრთხილდება ჩვენს ქრისტიანულ გრძნობას და, საბრალოთა თანაგრძნობით აღვსილი, შერბილებულად საუბრობს მათზე".

   ისარგებლეს რა ამ ვითარებით, რომ ეკლესია ხშირად არბილებს თავის სიტყვას მის წიაღს მიღმა მყოფთათვის, დაცემული კაცობრიობის „ადვოკატებმა" გადაწყვიტეს მათი დაცვა და მფარველობა. ამ მიზნით ისინი ცდილობენ რომელიმე წმინდა მამის ბუნდოვნად გამოხატული ან დაუსრულებელი აზრი დამახინჯებული განმარტებითურთ საკუთარ მოსაზრებათა გასამართლებლად გამოიყენონ. ამ გზით ლამობენ ეკლესიის მიღმა მყოფნი როგორმე მოახვედრონ სამოთხეში.

   ამდენად, უნათლავ ჩვილთა მეტად შეფარული მცდელობაა გამოიძებნოს საძრომი ეკლესიის ზღუდეში, რაკი არ გამოსდის ეს ზღუდეზე ზემოდან გადაძვრომით. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ: „თუკი დავუშვებთ ამ საძრომის არსებობას, ის მალევე გაფართოვდება და მასში შესვლას უნათლავი ჩვილების კვალდაკვალ, საკმაოდ ზრდასრული უცნობებიც შეეცდებიან".

   მამა ლაზარეს აზრით, სწორედ დღეს მიმდინარეობს გამალებული მუშაობა, რათა კაცობრიობამ საბოლოოდ დაკარგოს სიკეთისა და ბოროტების, დასაშვებისა და დაუშვებლის გარჩევის ბოლო ნიშან-ორიენტირი. სწორედ ამიტომ გახდა ის იძულებული ჩაბმულიყო ამ პოლემიკაში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად „უდანაშაულონი" იბადებიან ბავშვები. მამა ლაზარე ამბობს, რომ „ქრისტიანი ნათელღებული ბავშვის ბედიღბალის შესახებ ყოველთვის როდი ვართ მშვიდნი". წმ. გრიგოლ დიოლოღოსის სიტყვაზე დაყრდნობით ცხადია, რომ ჩვილებში ამეტყველებისამებრ არ გამოირიცხება ცოდვისმიერ მიდრეკილებათა გამოვლენა. გარდა ამისა, ყველასათვის ცნობილი ფაქტია: დღეს ბავშვები უფრო ადრე მწიფდებიან და, დიდად სამწუხაროდ, „განვითარების" პროცესში მრავლისდანახვას ისინი ღრმად ცოდვისმიერ და ვნებისმიერ სამყაროში შეჰყავს. ამდენად ოპონენტების დაჟინებული მოსაზრება, რომ თითქოს „უნათლავი" სრულიად მოკლებულია ბრალეულობას, რომ „მოხსნილია მათზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა" და მისთანანი, ნამდვილად გულისშემძვრელია და უბრალო მკითხველში სიბრალულის ცრემლს იწვევს. მათ კი, ვინც „ჯიქურ ქადაგებს ამ უსამართლობას", გულისწყრომით ხვდებიან. ოპონენტები მუდმივად ავითარებენ იმ აზრს, რომ „უნათლავ ჩვილს სულაც არ გააჩნია ცოდვა, გარდა პირველქმნილი ცოდვისა. სხვა მხრივ ის წმინდაა, სუფთაა, უდანაშაულოა, უცოდველია, ვნებათაგან განწმენდილია". (გაგრძელება...)

  

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine