xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ბოროტება
ბოროტება
15-12-2018, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

ბოროტება

 

   ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს? შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.

   რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.

   ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.

 

ფსალმუნნი 9-12

 

 

   ანთებულ სანთელთან მფრინავი ბუზი ადვილად იწვის, ხოლო სარკე დაორთქლებით ჩამუქდება; ასევე ავზნიანთან ურთიერთობის მქონე ზიანდება და შეირყვნება.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე - რაიმე ცუდის გადაღება. ხდება ისიც, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მივბაძოთ ვინმეს დიდ სათნოებას, მაგრამ ძალიან ადვილად შეგვიძლია, შევითვისოთ მისი ნაკლოვანებები.

 

ნეტარი იერონიმე

 

 

   ბოროტება არ იარსებებდა, გონიერი ქმნილება თავისუფალი ნებით რომ არ ყოფილიყო შემოსილი.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ბოროტება ეწოდება ნების არასწორად წარმართვითა და ღვთის მცნებათა დარღვევით გამოწვეულ ზნეობრივი ხასიათის უარყოფით მოვლენებს.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   ბოროტება, რომელიც ზრახვებით იკვებება, გულს ათავხედებს, ხოლო მოთმინებითა და იმედით განადგურებული - გულს შემუსრავს.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ბოროტების (დაცემისა და თვით დაღუპვისაც - სათნოებებში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგაც) დასაწყისი სიკეთისადმი დაუდევრობაა, ისევე, როგორც უკუნეთის დასაწყისში არის განშორება ნათლისა.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   ბოროტების ფარულად ჩამდენი დაუფარავ მჩაგვრელზე უარესია; აი, ამიტომაც ისჯება ის უფრო მკაცრად.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 26-28

 

 

   ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.

   ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 14-15

 

 

   ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისაგან იხსნის.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 8-10

 

 

   ბოროტი ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე - შხამიანი გველები; იმიტომ, რომ ისინი აშკარად ატარებენ თავიანთ შხამს, ესენი კი ჩუმად უგრძნობლად ასნებოვნებენ.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ბოროტის ვერაგობა მრავალხლართიანი ბადეა: მცირე დაუდევრობასაც თუ გამოიჩენს მასში გაბმული, სრულიად გაიხლართება.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ბოროტი ჩვეულების უფრო გეშინოდეს, ვიდრე მტრებისა.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   ბოროტს ნუ მოიხსენებ, რამეთუ ავის ხსოვნას რომ ინახავდეს კაცი გულში, ეს იგივეა უბეში შხამიან გველს რომ გამოზრდიდეს.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   გაიძვერა გაიძვერას ხაფანგში იტყუებს, ცოდვილიც თავის მსგავსს ბოროტების სიღრმეში ითრევს.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს.

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

   ვერავინ დაძლევს ბოროტებას, თუ თავს სიქას არ გააცლის შრომით და არ იტანჯება.

 

ღირსი მამა თეოდორე სტუდიელი

 

 

   ვინც ბოროტ ადამიანთა საზოგადოებას ეძებს, იგი საკმაოდ წარმოაჩენს საკუთარ ბოროტებას.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   ის კი არ ზიანდება, ვინც ბოროტებას დაითმენს, არამედ ის, ვინც მას აკეთებს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   კეთროვანი სუფთასაც აავადებს; ასევე ბოროტებთან ურთიერთობა კარგ ადამიანებსაც რყვნის.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.

   როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 10-11

 

 

   სულის ბოროტებათა დასაბამი საკუთარი თავის სიყვარულია, რაც საკუთარი სხეულის სიყვარულს ნიშნავს.

 

წმიდა აბბა თალასე

 

 

   სწორედ მათ, და არა სხვა რამემ, დააჩლუნგეს ჩვენი ბუნებისთვის დამახასიათებელი და თანშეზრდილი გონიერება და სარწმუნოება.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობესია მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.

   მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 10-11

 

 

   ღვთის კაცმა იცის ბოროტი, როცა ბოროტმა არ იცის ადამიანთა კეთილი აზრები.

 

ბერი პაისი

 

 

   ყოველგვარ ბოროტებას წინუძღვის უმეცრება, მის შემდეგ მეორე კი ურწმუნოებაა.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ყოველივე შეიქმნა „ფრიად კეთილად", რაც ნიშნავს, რომ ბოროტება სამყაროს შექმნისას არ გაჩენილა.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   ჩვენ ვიცით, რომ ბოროტს არა აქვს არსი, არც სხვა რამ დასაბამი, თუ არ გონიერ ქმნილებათა დაცემისა, ცთუნებისა, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ღმერთისაგან მონიჭებული თავისუფალი ნება.

 

წმიდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

   ჩვენი თავმოყვარეობა ყოველივე ბოროტების ძირია. გულღრძობა, შური, სიძულვილი და მსგავსი ვნებები იმალებიან, იბადებიან და აღმოცენდებიან თავმოყვარეობის შინაგანი პირიდან, რის გამოა ადამიანი ცუდი? იმის გამო, რომ ივიწყებს, მის ზემოთ რომ ღმერთია.

 

წმიდა ამბროსი ოპტინელი

 

 

   წმინდა წერილის თანახმად, ეს არის წურბელას სამი ასული, დედის - უგუნურების მიერ შეყვარებული (იგავნი 30. 15).

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine