xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ანგელოზი
ანგელოზი
14-12-2018, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

ანგელოზი

 

   ანგელოზები გარეშემოწერილნი არიან, რადგან, როცა ისინი ზეცაში იმყოფებიან, მაშინ ქვეყანაზე არ არიან; ხოლო ღმერთისგან ქვეყნად წარმოგზავნილნი - ზეცაში არ რჩებიან. მათ კედელი ან კარი არ ზღუდავს, არც - ბოქლომი თუ სხვა რამ საკეტი, რადგან ისინი შეუზღუდავნი არიან. ანგელოზები შეუზღუდავად იწოდებიან, რადგან ისინი ღვთის მითითებით ეცხადებიან ღირსეულ ადამიანებს არა თავისი ბუნებითი სახით, არამედ - სახეცვლილნი, როგორც მხილველნი შეძლებენ მათ ხილვას.

 

ღირსი იოანე დამასკელი

 

 

   ანგელოზები „დადგინებულნი არიან, რათა მართონ სტიქიონნი და ზეცანი, სამყარო და ყოველივე მასში არსებული".

 

ათინაგორი ათენელი

 

 

   ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან. აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ - თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს; იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე.

 

ნეტარი ავგუსტინი

 

 

   ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ - თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   ანგელოზებრივი სახე ერთია, როგორც მონაზონი მამებისათვის, ასევე დედებისათვის: „არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა" (გალ. 3, 28).

 

ბერი პაისი

 

 

   ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადგან ღმერთთან შედარებით - რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, - ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, - რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო.

 

ღირსი იოანე დამასკელი

 

 

   ზეციურ ძალთა არსებობას შეადგენს ჰაეროვანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სული ანუ უნივთო ცეცხლი... რის გამოც ისინი ადგილით განსაზღვრულნი და უხილავნი არიან...

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   მფარველი ანგელოზები ღვთისაგან კაცთა დასახმარებლად წარმოიგზავნებიან და ისინიც ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, სიყვარულითა და ხალისით ემსახურებიან, თანაუგრძნობენ და არ უარყოფენ.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   უფალი იესო ქრისტე თავად გვაუწყებს, რომ სიკვდილის მომენტში სულს ანგელოზები ეგებებიან: „და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა" (ლუკ. 16, 22).

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   ყველა ადგილს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს; და თუკი იქ შეირყვნება სწავლება და შევა მწვალებლობა - ამ ადგილის მფარველი ანგელოზი მაშინვე ტოვებს იქაურობას.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   წმიდა ანგელოზებისათვის უჩვეულოა ღვთის ნებასთან შეუთანხმებელი, ღვთისთვის არასათნო საქმეებში მონაწილეობა.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine