xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ანტიქრისტე
ანტიქრისტე
11-12-2018, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

ანტიქრისტე

 

 

   ანტიქრისტე იქნება ძე ებრაელი მეძავი ქალწულის, რომელიც მემრუშე ებრაელთა მეთორმეტე ტომიდან იქნება წარმომდგარი. ყრმობიდანვე გამოიჩენს დიდ ნიჭსა და ჭკუას განსაკუთრებით კი მას შემდგომ, რაც 12 წლის ასაკში, დედასთან ერთად ბაღში მოსეირნეს, ქვესკნელით თვით სატანა გამოეცხადება და მასში შევა. ბიჭი შიშით შეკრთება, სატანა კი ეტყვის: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი შენ ყველაფერში". ასე ჩამოყალიბდება ის, როგორც ღმერთის წინააღმდგომი ანუ - ანტიქრისტე, ხოლო მეფედ კურთხევის დროს, როცა მრწამსის (სიმბოლო სარწმუნოების) წართქმის დროს მოაწევს, სასულიერო პირებს აუკრძალავს წაიკითხონ სიტყვები: "უფალო იესო ქრისტე, ძე ღმრთისა", საქვეყნოდ განუდგება ქრისტეს და მხოლოდ საკუთარ თავს აღიარებს. ამ დროს პატრიარქი შეჰყვირებს, რომ ეს ანტიქრისტეა, რისთვისაც მოკლავენ კიდეც.

   მეფედ კურთხევის დროს ანტიქრისტეს ხელთათმანები ეცმევა, ხოლო როცა გაიძრობს, რათა პირჯვარი გადაიწეროს, პატრიარქი თითებზე ფრჩხილების ნაცვლად ბრჭყალებს შეამჩნევს, რაც საბოლოოდ დაარწმუნებს იმაში, რომ ის ნამდვილად ანტიქრისტეა.

 

სქიმარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი

 

 

   ანტიქრისტეს მოსვლას ვერ შეაჩერებს და წინ ვერ აღუდგება ვერავითარი ძალა, რადგან ზნეობრივად გადაგვარებული ადამიანების აუტანელი ცოდვების გამო, ღვთის დაშვებით ეძლევა მას მოქმედების უფლება. ეძლევა რადგანაც საბოლოოდ გაირჩეს ერთმანეთისგან თხა და ცხვარი, ანუ კეთილი და ღვთის სათნო ადამიანში, ბოროტი და ეშმაკის ნებით მოსიარულე ადამიანებისაგან.

 

მამა გაბრიელი

 

 

   გავლენიანი ბოროტი ძალები ეცდებიან სხვა ქვეყნების ხელმძღვანელად გაიყვანონ მათთვის სანდო პირები, რომ შემდეგ ერთხმად დაუჭირონ მხარი ანტიქრისტეს გამეფებას.

   მსოფლიო მართვის ცენტრი ვერ იარსებებს მსოფლიო გაერთიანების გარეშე, ამიტომაც ხდება დიდი გლობალური გაერთიანებები; რაც საბოლოოდ სრული გაერთიანებით უნდა დამთავრდეს.

 

მამა გაბრიელი

 

 

   ვინაა ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ესაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.

   ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს; და ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.

 

პირველი იოანესი, თ. 2-3

 

 

   მოდის დრო, როცა დაკეტილი ტაძრების რემონტსაც კი შეუდგებიან, მარტო გარედან კი არა, შიგნითაც კი გამართავენ. ტაძრებსა და სამრეკლოებს გუმბათებს ოქროთი დაუფარავენ და განამშვენებენ. ყველაფერს რომ მოათავებენ, ანტიქრისტეს გამეფების ჟამიც დადგება. ილოცეთ, რათა უფალმა განგვიგრძოს დღენი ესე ჩვენს გასაძლიერებლად, რამეთუ საშინელი ჟამი მოდის. ხედავთ, როგორი მზაკვრობითა და ცბიერებით მზადდება ყველაფერი? ტაძრები ისეთი ბრწყინვალებით იქნება განმშვენებული, როგორც არასდროს, მაგრამ თქვენი იქ შესვლა შეუძლებელი გახდება. ანტიქრისტე გვირგვინს იერუსალიმის ბრწყინვალე ტაძარში დაიდგამს, რასაც სასულიერო პირებიც და პატრიარქებიც დაესწრებიან.

   იერუსალიმში შესვლა-გამოსვლა იმ დღეებში ყველასათვის თავისუფალი შეიქმნება, მაგრამ ეცადეთ, იქაურობას არ გაეკაროთ, რამეთუ ყველა ღონეს იხმარენ თქვენს ცთომილებაში და ხიბლში ჩასაგდებად.

 

სქიმარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი

 

 

   მოვა დრო, როცა მსოფლიოს ერთი საერთო მმართველის მოთხოვნით ხელმოწერების მოგროვებას დაიწყებენ და მოსახლეობის მკაცრ აღრიცხვას შეუდგებიან. შევლენ სახლებში: იქ კი მამა, დედა და ბავშვები დახვდებიან. ცოლი ქმრის დარწმუნებას შეუდგება: "მოდი მოვაწეროთ ხელი, ჩვენ ხომ ბავშვები გვყავს. თუ არა და ბავშვებისათვის ვერაფერს ვიყიდით". რაზეც ქმარი პასუხობს: "თავად გადაწყვიტე როგორ მოიქცე, მე კი სიკვდილი მიჯობს ანტიქრისტესთვის ხელის მოწერას".

 

სქიმარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი

 

 

   მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში.

 

მამა გაბრიელი

 

 

   უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისგან დღესაც ხშირად ისმის: რა გვეშველება, რა გვიხსნის, ვინ გვიხსნის. სწორედ, აი ასეთ დროს, როცა ყოველგვარი არეულობა და გაჭირვება კულმინაციას მიაღწევს და მსოფლიო თითქოს გამოუვალ ჩიხში მოექცევა, ანტიქრისტე მოევლინება ქვეყნიერებას როგორც მხსნელი.

 

 მამა გაბრიელი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine