xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » კუნძულზე მყოფივით განშორებული
კუნძულზე მყოფივით განშორებული
20-11-2018, 09:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

კუნძულზე მყოფივით განშორებული

 

   თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რადგან ამსოფლიური სულისკვეთებით განმსჭვალულმა ადამიანებმა დღევანდელობას მორგებული წეს-ჩვეულებებისა და კანონების შექმნა დაიწყეს. ამიტომაც გვმართებს ქრისტიანებს მსგავსი საცდურებისაგან განრიდება. სხვაგვარად სულიერი დაუძლურების საფრთხეში აღმოვჩნდებით.

   არქიმანდრიტი ლაზარე, როგორც მისი ნაშრომებიდან ჩანს, კარგად იცნობდა ჩვენი დროის სულისკვეთებას, წმინდა მამათა წინასწარმეტყველებებს ბოლო ჟამზე, რომ სულიერად რამდენად გაღარიბდებიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, აღარ იქნება ძველი დროის ქრისტიანთა საფერი დიდი ღვაწლი, როცა უამრავი ზებუნებრივი სასწაული ხდებოდა. ჩვენი თანამედროვე იმ წმინდა მამათა სწავლებით ხელმძღვანელობდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი ღვაწლი და სასწაულები შეწყდება, რომ ისინი, ვინც ცხონების გზით ივლიან, სხვებისაგან გარეგნულად თითქმის არაფრით იქნებიან გამორჩეულნი. მაგრამ მათში რაღაცნაირად არ ჩაკვდება ბრძოლა ყველა იმ განსაცდელის წინააღმდეგ, რომლებიც მათზე ღვთის განგებით მოიწევა.

   მამა ლაზარე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებს, რომ „ბოლო ჟამს ჭეშმარიტი ბერი (ცხადია, ეს ეხება არა მარტო ბერებს - გამომც.) ძლივსღა იპოვის სადმე განმარტოებულ თავშესაფარს, რათა იქ შედარებით თავისუფლად ემსახუროს ღმერთს და განეშოროს ეშმაკის მსახურებს, განდგომილობის მოციქულნი რომ გვახვევენ თავს". ასევე ითვალისწინებდა წმ. ეგნატეს სხვა შეგონებასაც:

   „ღვთის დიდი წყალობაა მათზე, ვინც ღვთის განგებით საზოგადოების საერთო მისწრაფებებს იმ კუნძულზე მყოფივით განეშორება, საიდანაც ზღვის ღელვა მხოლოდ ჩანს და ისმის კი მხოლოდ მაშინ, როდესაც კუნძულის ბინადარი ნაპირს მიუახლოვდება. ე.ი. ის როდესაც კუნძულის ბინადარი ნაპირს მიუახლოვდება. ე.ი. ის (მოღვაწე) ყურადღებას კუნძულის სიღრმისაკენ - საკუთარი თავისკენ უნდა მიმართავდეს და არა ცხოვრებისეული ქარიშხლებისკენ... წმინდა მამებმა წინასწარ გვაუწყებს, რომ ბოლო ჟამს ცხონების მსურველნი განერიდებიან საზოგადოებას, თავმდაბლური გზით ივლიან და ყოველივეს ღვთის ნებასა და სამსჯავროს მიანდობენ".

   საკუთარ ცხოვრებაშიც სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდა მამა ლაზარე. სწორედ ასეთი განმარტოებული ადგილი აირჩია მან სამოღვაწეოდ რამდენიმე უერთგულეს მორჩილთან, ამჟამად სასულიერო პირებთან, ბერებთან ერთად. მართალია, ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მწერალი და მოღვაწე გახლდათ, მაგრამ მაინც მოახერხა წმ. ეგნატეს დარიგებისამებრ ცხოვრება, მაინც მიეფარა ამ სოფელს, შეუმჩნეველი დარჩა მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.

   მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) ამბობდა: „ჩვენ არ უნდა ვიაროთ ეკლესიის „ფორმალური წევრების" კვალდაკვალ, ჩვენ სულ ცოტა, უცნაურად, შეიძლება არანორმალურებადაც კი მიგვიჩნიონ, მაგრამ ეს აუცილებელი, ძირეული პირობაა". და მართლაც, მამა ლაზარეს მიმართ არა ერთი ცრუბრალდება, ცილისწამება გვსმენია როგორც ლირებალურად განწყობილი, ისე ზესიმართლით შეპყრობილ ადამიანთაგან. არადა ის სამეუფეო გზის მქადაგებელი იყო სიტყვითაც, საქმითაც და მთელი შეგნებული ცხოვრება სწორედ ეკლესიის სწავლებისა და სიწმინდის დაცვაში განვლო. მსგავსი პიროვნება იშვიათად იბადება ქვეყნად და სულ გახსენებს წმ. ბასილი დიდის ნათქვამს:

   „ზოგს იხილავ და ხედავ, რომ ღირსია ხუცესად სახელდებისა, მაგრამ იფარავს თავს ანდა შეურაცხყოფილია, ხოლო მის და მისნაირთა ნაცვლად უღირსნია განდიდებულნი, უწყოდე, რომ ამ ხალხს ღმერთმა ხუცესი გამოაცალა" (Творения).

   უფალო, სასუფეველი დაუმკვიდრე მამა ლაზარეს და არ მოგვაკლო მისი ლოცვა-კურთხევა.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine