xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორმოცე სიტყვის რაობისათვის (ნაწილი 2)
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორმოცე სიტყვის რაობისათვის (ნაწილი 2)
30-10-2018, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორმოცე სიტყვის რაობისათვის (ნაწილი 2)

 

   ამ ამონარიდში წმ. გრიგოლი ნათლისღებისაგან განრიდებულთა „რომელთა სხვათა მათ ბოროტთა თანა არცა თუ თვით მადლი პატიოსნად აქვს"; მეორე - „რომელნიმე უძღებებისათვის"; მესამე - „რომელნიმე ვერცა შემძლებელ არიან მიღებად მისა, ანუ სიჩჩოისაგან, ანუ სხვისა რაისმე უნებლიეთისა საქმისა". ამის შემდეგ წმ. მამა ასკვნის, რომ პირველები „უძვირეს არიან მათსა, რომელნი უდებებისათვის, გინა უძღებებისა არა მიიღებენ მადლსა", ხოლო მეორენი „უძვირეს არიან მათსა, რომელნი-იგი უმეცრებისათვის ანუ მძლავრობისა გამოეხვებიან მადლსა" (9 აბზ.), ხოლო „მესამენი - იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი, არამედ არა უკეთურნი, და რამეთუ არა თუ თვით ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია უფროსად მათ ზედა დაჭირვებაი იგი" (10 აბზ.).

   შემდეგ გაოგნებული არქიმანდრიტი ეკითხება ე. ჭ.-ს „ამ სიტყვებიდან, სადაც საუბარია როგორც ჩვილებზე, ისე ზრდასრულ ადამიანებზე, როგორ ასკვნით „უცხადესად" ჩვილების საიქიო ნეტარი ხვედრის შესახებ, სიტყვებიდან, რომ არ იყვნენ „უკეთურნი, არამედ მძლავრებით მოიწია უფროისად მათ ზედა დაჭირვებაი იგი" (10 აბზ.).

   ჩვენი ძლიერი აღშფოთება გამოვხატეთ, როდესაც აღმოვაჩინეთ, როგორ ამახინჯებთ წმ. მამის სიტყვას, ანიჭებთ რა მას აბსოლუტურად განსხვავებულ შინაარსს, წმინდანს ერესს მიაწერთ. ცდილობთ მიაწეროთ მას შემდეგი სწავლება, თითქოს გამონაკლის შემთხვევაში (ჩვილებთან მიმართებაში) ეს წმინდა მამა ნათელღებულად მიიჩნევს მას „რომელსა ენებოს ნათლისღება თვინიერ ნათლისღებისა".

   სრული ტექსტი მეთერთმეტე აბზაცისა ასეთია:

   „და ამასცა ვიტყვით: უკუეთუ რომელსა მოეგონოს კაცის-კვლაი, შჯი მას, ვითარცა კაცის-მკვლელსა, თვინიერ კაცისკვლისა, იყავნ ნათელღებულ შენდა იგიცა, რომელსა ენებოს ნათლისღებაი თვინიერ ნათლისღებისა, ხოლო უკუეთუ ესე არა ესრეთ არს, იგი ვითარ იყოს ესრეთ? (1 აბზ.).

   წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი სიტყვის დასაწყისშივე აღნიშნავს ნათლისღების მნიშვნელობასა და სიდიადეს, რომ არ აღესრულო ნათლისღების გარეშე „ნუ უკუე წარიტაცო უწინარეს სათნოებათა მაგათ შენთა და მრავალნი ეგე ღონენი და სიბრძნენი სავნებელად თავისა შენისა ჰქმნიდე და ვერ სცნა" (1 აბზ.). ანუ გვირჩევს არანაირი მიზეზით არ გადავდოთ ნათლისღება. ამის შემდეგ საუბრობს კიდევ ერთი არგუმენტის შესახებ: „და უკეთუ იტყვი... ნათლისღებისა და სინანულის წილ შეჰრაცხს გულმოდგინებასა? ე.ი. ნათლისღების სურვილს ჩაუთვლის ნათლისღებად. წმინდანი პასუხობს თავად: „მსგავს არს სიტყვაი შენი ზღაპარსა, უკუეთუ ნათელღებულად შერაცხილ არს წინაშე ღმრთისა უნათლავი იგი" (9 აბზ.).

   და შემდეგ ამბობს: „უკუეთუ რომელსა მოეგონოს კაცის-კვლაი, შჯი მას, ვითარცა კაცის-მკვლელსა, თვინიერ კაცისკვლისა, იყავნ ნათელღებულ შენდა იგიცა, რომელსა ენებოს ნათლისღებაი თვინიერ ნათლისღებისა, ხოლო უკუეთუ ესე არა ესრეთ არს", ანუ კაცისკვლად არ ითვლება მარტოოდენ განზრახვა, - „იგი ვითარ იყოს ესრეთ?" ე.ი. ნათლისღებად როგორღა ჩაითვლება?! ნუთუ ვერ ხედავთ, რომ აქ აბსოლუტურად საპირისპირო შინაარსია იმისა, რასაც თქვენ წარმოაჩენთ. წმ. მამა ტექსტის შემდეგ ნაწილში ირონიითაც კი ამბობს: „უკუეთუ კმა არს შენდა სურვილი ნათლისღებისა და სინანულისა... კმა-იყავნ შენდა დიდებად გულისთქმაი იგი დიდებისაი და რაი გევნების არა პოვნაი მისი, ვინაითგან გაქვს სურვილი მისი" (11 აბზ.).

   აქვე შევნიშნავთ, რომ წმ. გრიგოლის მეორმოცე სიტყვის სხვა მონაკვეთში გაცილებით მეტია თქმული ჩვილების ნათლისღების აუცილებლობაზე:

   „სამნი შობანი უწყებულ არიან ჩვენდა - ერთი იგი ხორცთა და მეორე - ნათლისღებისაი, და მესამე - აღდგომისა. ამათგანი ერთი იგი ბნელი არს და მონა და ვნებული, ხოლო მეორე - ნათლისა და აზნაური"..." (1).

   „უკუეთუ ჩვილი ყრმაი არს შენდა, ნუმცა ჰპოებს უკეთურებაი ჟამსა, სიჩჩოითგან განწმენდინ, საშოითგან დედისაით შეიწირენ სულისა წმიდისა... არამედ მიეც მას მცველად სამებაი, დიდი იგი და კეთილი მცველი" (2).

   „რაი სთქვა უკუე ჩვილთათვის, რომელნი ჯერეთ ვერცა მადლსა, ვერცა ვნებასა სცნობენ? ანუ მათცა ნათელვსცეა? - და ფრიადცა კეთილად ნათელვსცეთ, უკუეთუ რაიმე ჭირი წინამდებარე იყოს და გვასწრაფობდეს, რამეთუ უმჯობეს არს უმეცრად განწმენდაი, ვიდრეღა წარსვლაი უბეჭდავად და განუწმენდელად... ხოლო შენდა არცა მცირედ სავნებელ არს, უკუეთუ წარხვიდე ხრწნილებით ოდენ შობილი და არა შეიმოსო უხრწნელებაიცა" (3).

   ამრიგად, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სრული საუბრიდან ყველგან გვესმის მხოლოდ გაფრთხილება და შეგონება - არ გადავდოთ ნათლისღება. ეს ეხება როგორც ზრდასრულებს, ისე ჩვილებსაც (მიუხედავად იმისა, რომ პასუხს არ აგებენ საკუთარი ცოდვის გამო).

   ჩვენთვის აქ ყველაფერი ცხადზე - უცხადესია.

   ამჯერად თავად მკითხველმა განსაჯოს, შეიძლება კი წმ. მამის ზემორე სიტყვა ისე განიმარტოს, როგორც გვთავაზობს ამას „ღვთისმეტყველების პროფესორი", შეიძლება კი ავტორიტეტული იყოს განცხადება და სწავლება, ამგვარ განმარტებაზე აგებული?!

   ამ პოლემიკამ ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც ერთი და იგივე საგანს ერთნი მკაფიო თეთრად ხედავენ, ხოლო მეორენი - მუქ შავად. ვინმეს ჩვენთვის რომ ეთქვა „ნათლისღების განზრახვა ნათლისღებად ერიცხებაო", ჩვენ ამ აზრის გასაბათილებლად წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-40 სიტყვას მოვიშველიებთ. მსგავსი აბსურდული მტკიცება, უფრო აბსურდული დიალოგის წარმოდგენაც კი შეუძლებელია! რასაც პატროლოგი სჩადის, უთუოდ უმაღლესი „ზღვარია" საღვთისმეტყველო სფეროში აზრის დამახინჯების თვალსაზრისით.

   მაგრამ, რაც ყველაზე სავალალოა: მრავალს არ სურს შეამოწმოს და გადაამოწმოს მისი სწავლება, რაც კვლავ გვიჩენს სურვილს გავიხსენოთ წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვა: „დაე, არ შეგაცდინონ თქვენს შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა" (იერემ. 29. 8).

  

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine